#62257007 · 8 Sep 2025, 18:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Romulus ნორმალური იყო, თუმცა ამდენი ექშენი ჩემი აზრით არ უხდება Alien - ს. მისი მთავარი პლიუსი არის საწყისი შესავალი იყოს მუდამ დაძაბული, საიდან რა გამოხტება რო არ იცი, სასპენსის შექმნა - თან მუდმივი. ძველი Alien - ის მუღამიც ეგ იყო, უცნაური გარემო, ამოუხსნელი და კითხვებით სავსე მოვლენები. როცა ამხელა ბაზაა, რომ გაფართოება შეგეძლოს, სერიალის გადაღებისას - Alien Earth არ უნდა გადაიღო. Romulus - ის ნაკლიც სწორედ ეს ზედმეტი ექშენი იყო, ანუ უფრო ჯეიმს კამერონის გზით წავიდა. თუმცა კამერონთან ეს ყველაფერი მოუხდა, რადგან მეორე ნაწილი მაგას მოითხოვდა. თან საკმაოდ კარგად ქმნის თანამედროვე სამყაროს და მისი სტილი გამორჩეულია. რიდლი სკოტის ბოლო ფილმებიც არ იყო ცუდი ჩემი აზრით, პრომეთე საკმაოდ მაღალი დონეა, კაი პერსონაჟები არიან არჩეული, ასევე მომეწონა " შემქმნელების " აგებულება, მოდელები - მაგრად არის გაკეთებული. შესაძლოა მანდ სცენარში იყო პრობლემა, ზედმეტად პროგნოზირებადი იყო, ისევე როგორც Covenant, თითქოს ერთი სტილით უნდა იმოძრაო Alien როცა იღებ, რაც გაარღვია Romulus - მა, მაგრამ მაინც არ მომეწონა ისე როგორც საჭირო იყო. მომწონს როცა მისტიკა შენარჩუნებულია ასეთ ჟანრში, მუდმივი დაკვირვება და დაძაბულობა გიწევს, ეგაა მთავარი მუღამი.
სერიალს რაც შეეხება სრული კატასტროფაა. კასტი არაფრად არ ვარ, ის პროგრამისტი ბიჭი ძალიან უნიჭო მსახიობია. რეჟისორი როცა ვნახე მივხვდი რაც იქნებოდა. რასობრივი კვოტები შეავსეს - როგორც ბოლო პერიოდის სერიალებში, სანამ რეიტინგი ქვესკნელში არ ჩადის ხოლმე. კარგი მსახიობის არჩევა, არ ნიშნავს რომ ვიღაცას ავიწროვებ ეთნიკურად. ზოგჯერ, უბრალოდ სტილს ჭირდება ასეთი რამე, ძველადაც იყო - მაგრამ დღეს რაღაც უნიჭოდ აკეთებენ ამას, ძალით. ბინძური ფეხის კამერაში ყოველ ჯერზე გაკვეხება, რაიმე ესთეტიურად ეჩვენება რეჟისორს ? - თან ეს ფეხი Margaret Qualley - ის ხომ არაა, ტარანტინოს " ერთხელ ჰოლივუდიდან " ან მარგო რობის. სცენარი კატასტროფა, სიუჟეტის თხრობა კატასტროფა - პოტენციალი დიდი. ფული აშკარად დახარჯულია, ეტყობა დიზაინს ზოგიერთ მომენტში - როცა სცენები ხომალდშია ხოლმე, კაი ფერებია დასმული და ხომალდიც მომწონს. ტიპოგრაფია, ფონტის დიზაინი საშინელია. Tittle - ები უნიჭო დიზაინერის გაკეთებულს გავს, როცა ბევრად უფრო სხვანაირად უნდა ეწერებოდეს " დედას " საუბარი, ვინტაჟური ფონტით და წყვეტილად. მოკლედ ყველაზე ცუდი ვერსიაა - Alien: Resurrection (1997) ამასთან ერთად. დიდი მოლოდინი მქონდა ბევრად. კაი იქნება თუ რიდლი თუნდაც ზოგიერთისთვის უნიჭო ვერსიას Covenant - ის შემდეგ თავს გააგრძელებს. ფასბინდერს მაინც ვნახავთ, გენიალურ მსახიობს - ლიჟბი ის გარემო ოდნავ მაინც აიკრას, რასაც Alien - ის მუღამი მოაქ და აღარ ვჩივი რიდლი სკოტის ბანძ სცენარს. მე თუ მკითხავთ - პრომეთე უნდა ყოფილიყო მაგალითი როგორ უნდა გადაიღო და რა უნდა იყოს ბაზა როცა ამ ფილმს ეხება, თანამედროვე თხრობითი ხელწერით.
This post has been edited by Paulleger7 on 8 Sep 2025, 18:55
|