ხოდა მაგიტომაც მოვიყვანე ეგ მაგალითი. მაგან ანატომია იცის უმღლეს დონეზე და ხატავს ფოტორეალისტურად , აგრეთვე სკულპტურებიც აქვს რეალისტური.
მაგრამ მაგისი ნამუშევრები არ არის სერიოზული .
მერე კიდევ ერთი რამეც არის , ადამიანმა შეიძლება რამოდენიმე ხაზი გაუსვას და იქიდან სიცოცხლე მოდიოდეს და მაგაშია სწორედ მხატვრის სიძლიერე.
ეხლა ბევრს აღარ გავაგრძელებ. ესეთ საკითხებზე ვისაც აინტერესებს მსჯელობა გავხსნათ თემა მაგისთვის განკუთვნილ განყოფილებაში და იქ ვიკამათოთ.
ხოდა აქ მარტო ერთს ვიტყვი , მე რომ რობოტებს ვხატავ და ვამოდელირებ
ყველაფერს ვაკეთებ ნოლიდან(თან საკმაოდ დიდი დრო და ენერგია იხარჯება ამაზე) და ზოგს გონია , რომ კომპიუტერში ხატვა და მოდელირება ადვილია.
თანაც ეს მარტო საქართველოში გონიათ , თორემ უცხოელები ეგრევე ხვდებიან რა შრომაა დახარჯული, ათასში ერთხელ შეიძლ;ება გამოვიყენო გამზადებული სახე როცა შლემის დიზაინს ვაკეთებ , იმიტომ რომ მაშინ არ მჭირდება სახის გამომეტყველება.
ეხლა "ალიენთან" დაკავშირებით ვიტყვი კიდევ ერთ რამეს.
ესე იგი ერთი 3D გრაფიკოსია იტალიელი მგონი, ქართულად ესე ჟღერს მგონი მისი სახელი . ჯოვანი ნაქპილი. მაგასთან არ მილაპარაკია არასდროს. ისე მაგაზე ძლიერებთან ადრე ორ 3D არტისტთან მილაპარაკია და მესენჯერზე მყავდნენ დამატებული.
მაგისი ნამუშევრები ადრე მინახავს. 3D -ში აქვს აწყობილი გიგერის "ალიენი" . ეხლა უცბად დამაინტერესა და აი ეს ვნახე
http://www.imdb.com/name/nm1233628/ თურმე ეგ მონაწილეობდა ბევრ ფილმში ვიზუალური ეფექტების განხრით.
მაინც უნდა დავაზუსტო. იმიტომ რომ აქ წერია ფილიპინებზეა დაბადებულიო , მაგრამ ალბათ ეგ არის ,წარმოშობით მგონი იტალიელია.
ეხლა მოვძებნი მაგის "ალიენსაც" და დავდებ აქ.
This post has been edited by paata_3dartist on 11 Aug 2009, 16:34