"უცხოს" რიდლი სკოტი გააცოცხლებს
ახალი ფილმის დადგმით სერიიდან "უცხო" დაკავდება ორიგინალური სურათის შემქმნელი რიდლი სკოტი. ამის შესახებ გვაცნობებს Variety კინოკომპანია 20th Century Fox–ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. სავარაუდოთ, ახალი ფილმი ისტორიის პრიკველი გახდება, რომელიც სკოტმა 1979 წელს გადაიღო. სიუჟეტის ავტორად ჯონ სპეითსი დანიშნეს. როდი შეუდგება რიდლი სკოტი სამუშაოს პრიკველზე ჯერ არაა ცნობილი. ამჟამად სკოტი დაკავებულია რობინ ჰუდის გადაღებით, რომელშიც მთავარ როლს რასელ ქროუ ასრულებს.
http://allmovies.ge/ge/news.php?uid=NVPSმე პირადად გამისწორდა ეს ამბავი, დიდი იმედი მქონდა, რომ რიდლი სკოტი გადაიღებდა მეხუთე სერიას