ნოა ჰოულის ინტერვიუ
გამოქვეყნდა მოკლედ რაზეც ისაუბრა :
რატომ აირჩია სიუჟეტის განთავსება ორ წლით ადრე პირველ Alien ფილმამდენოა ამბობს, რომ უკვე იმდენი Alien ფილმია გადაღებული (7 ფილმი), რომ ქრონოლოგიურად ეს "სავარაუდოდ ძალიან გადატვირთული გზატკეცილია". ამიტომ გადაწყვიტა, რომ სჯობდა "გზიდან გადაეხვია" და სიუჟეტი იმ პერიოდში დაეწყო, რომელიც თვითონ storyteller-ს მეტ თავისუფლებას მისცემდა. მას სურდა დედამიწის მითოლოგიის, მმართველობის, კორპორაციების და ადამიანების ურთიერთობების გამოკვლევა — რაც აქამდე გადაღებულ ფილმებში ნაკლებად იყო ნაჩვენები.
რა იქნება მთავარი თემები – მონსტრები თუ ადამიანური დრამა?ის ამბობს, რომ სერიალი მხოლოდ მონსტრებზე არ უნდა იყოს. თუ ქსენომორფებს გამოვაკლებთ, მაინც უნდა დარჩეს საინტერესო დრამა, გმირები და საკითხები. თუ მხოლოდ მონსტრებია, მაშინ “40 წუთი ყველაზე მაგარი საშინელება” უნდა მოგვაწოდოს. მაგრამ თუ დრამა ძლიერი იქნება, მონსტრებიც უფრო ძლიერად იმოქმედებენ სიუჟეტში.
ვინ არის ვენდი – მთავარი გმირივენდი, რომელსაც სიდნი ჩენდლერი ასრულებს, არის “ადამიანობის საუკეთესო მხარე”. ის უმანკოა, მაგრამ უშიშარი. მისი ამოცანაა აჩვენოს, რომ ადამიანები ხშირად თვითონ არიან "ნამდვილი ურჩხულები" — იტყუებიან, ატყუებენ, იყენებენ ერთმანეთს და ა.შ. ვენდი სხვა ადამიანებს პასუხს სთხოვს ამ ქმედებებისთვის.
ის ამბობს, რომ მეცნიერების ფანტასტიკაში ერთი მთავარი კითხვა დგას: "დამსახურებულად ვცოცხლობთ თუ არა როგორც სახეობა?" ვენდი ამ კითხვას სვამს სერიალში. ქსენომორფები საშიშები არიან, მაგრამ ის ეკითხება: "ამ ხალხზე რას იტყვით?"
რატომ არ ჩნდებიან კლასიკური პერსონაჟები (მაგ. რიპლი)?ნოა ამბობს, რომ თავისი სერიალი ქრონოლოგიურად დამოუკიდებელია და არ სურდა ფან-სერვისში წასვლა. არ სურდა ძველი პერსონაჟების დაბრუნება მხოლოდ იმისთვის, რომ მაყურებელმა გაიხაროს. ის თავისუფლებას გრძნობს და ამბობს: "ამ ისტორიაში უბრალოდ ვერ ჩაჯდებოდა ძველი გმირების დაბრუნება. Alien-ის ფილმებში იშვიათად ვინმე გადარჩება — თვით რიპლიც კი." ნოა ხაზგასმით ამბობს, რომ სიუჟეტი "გარეთ დგას" მთლიანი ქრონოლოგიისგან.
ანუ რამე გადაბმა ფილმებს შორის არ იქნება