ვერ ვიტყვი რომ მორიგი ტოპ ფილმი შემოგვთავაზა მარველმა, მაგრამ ბევრი რამ, რაც ყველას ასე მოგვწონს მარველში, ამ ფილმსაც უხვად აქვს.
პირველ რიგში მომეწონა შესანიშნავად დადგმული "ექშენ" სცენები, თავისი დაპატარავება-გადიდებებით და საოცარი რაკურსებით. სიუჟეტი ცოტა ნელა ვითარდება და ზოგჯერ არაფრისგან ხდება მოქმედება, თითქოს სერიალის რომელიღაც მირიგი სერია იყოს. მსახიობები როგორც ყოველთვის ხუთიანზე ასრულებენ ყველაფერს.
იუმორი, როგორც უკვე მივეჩვიეთ მარველისგან, უხვადაა და ამ მხრივ მთლიანობაში სხვა მსგავს ფილმებს არ ჩამოუვარდება, იგივე პირველ ნაწილს. ფილმის "ვილეინი" არც ისე შთამბეჭდავი და საინტერესოა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი აქებს, ჩემთვის მაინც ერთჯერად "ცუდ ტიპად" დარჩა, სხვა ფილმებისგან განსხვავებით მისთვის ძალიან მცირე დრო და მნიშვნელობა იყო მინიჭებული და ვერც მთლიან MCU-ს ვერ შემატა რამე, თუმცა ქვანტური სამყარო რომ შემდგომში დიდ როლს შეასრულებს, ამის მინიშნებები გარკვეულწილად იყო.
რაც შეეხება მინიშნებებს მეოთხე ევენჯერებზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ ბოლო სცენაში ვხედავთ კავშირს მარველის სამყაროსთან, უფრო სწორად იმასთან, რაც გააკეთა თანოსმა

მეოთხე ევენჯერებში დროის მანქანის თეორია კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, კაცმა არ იცის ვინ და როგორ შექმნის მას
მოკლედ ნაკლებად ეპიკური და დასამახსოვრებელი, მაგრამ საიამოვნო და მხიარული ფილმი, რომლის ნახვის შემდეგ წესით კარგ ხასიათზე უნდა დადგეთ, თუ არ ჩავთვლით იმას
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რაც ბოლოს მოხდა
პ.ს. ტიტრების მერე ორი სცენაა, პირველი უმნიშვნელოვანესი და არავინ გამოტოვოთ, მეორე კი სულ ბოლოს იმდენად უაზროა, რომ შეგიძლიათ არ შეწუხდეთ და არ დაელოდოთ