როტენი-98%
საშუალოდ-7,9
მეტასქორი-77%
ვიცით რომ დრამატიზმითა და კატასტროფით სავსე მძიმე ფილმის ნაცვლად ხალისიანი,მრავალფეროვანი,იუმორით სავსე ფილმი გველის წინ.
მაგრამ მაინც სასიამოვნოა იმის ნახვა რომ დიდ ეკრანზე სანახობას უმზერ!
დიდად არასოდეს გამოვკიდებივარ კრიტიკოსთა შეფასებებს,მაგრამ ფილმი რომ შედგა თვალსასეირო-სჩანს.
მადლობა ტაიკას და დაველოდები ნოემბერს,ოღონდ მანამდე აუარება სპოილერი რით ავირიდო,რომლებიც 24 ოქტომბრიდან მოაწყდება ინტერნეტ-სივრცეს?
კარგია რომ სანახაობა ერთობ ხანგრძლივია-130 წუთი,ტიტრების გამოკლებით-122-124.
კარგი შეფასება ხვდა წილად მუსიკასაც,რაც ერთობ აღმაფრთოვანებელია,თუ ბოლოდროინდელ ნაკლებდასამახსოვრებელ პარტიტურას გავითვალისწინებთ.
(ეგებ რომელიმე ეპიკ ფილმზე დაითანხმონ ციმერი მუსიკალურ გაფორმებაზე?მარტო ობობა რას კმარა?).
ერთობ აქებენ მსახიობებს,ჰემსვორთს ამდენი ქება არასოდეს დაუმსახურებია,ტომპსონი-აღმოჩენა გველის,ჰიდლსტონი მანამდეც პარავდა ფავორიტულობას დაკუნთულ პარტნიორს ქარიზმით,ბლანშეტი რომ ქალღმერთია-მტკიცებულებას დავიდასტურებთ...და კიდევ ურბანი,გოლდბლუმი,რუფალო,ჰოპკინსი,ელბა,კამბერბეტჩი...სამსახიობო დასი შესაშურია ფრიად.
მოკლედ,ორიოდ რთულადგარდასავლენ კვირაში თავად შევაფასებთ ფილმის ავკარგიანობას.
მოლოდინით აღსავსე ველი ნოემბერს!
(თუ ვინმე აქაური ევროპაში სუფევს და უადრეს ჩვენდა უმზერს ფილმს,უმორჩილესად ვთხოვ სპოილერები შესაბამის თეგებში ჩასვას).
* * *
Irakli2013https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5468316რუტრეკერის ლინკი,სამივე თორის ალბომი!
This post has been edited by fork on 20 Oct 2017, 12:24