საინტერესოა, რომ კორონვირუსის პანდემიის პირობებში კინომოყვარულები ისეთი ფილმების ყურებას არჩევენ, რომელთა სცენარიც
მეტნაკლებად ახლოს დგას დღევანდელ რეალობასთან. ფილმები სხვადასხვა ვირუსის გავრცელებისა და ეპიდაფეთქების შესახებ,
დედამიწაზე სიცოცხლის აღსასრულის შესახებ.
თუმცა ეს ფილმები ადრეულ წარსულში იქნა გადაღებული, როგორც გამაფრთხილებელი სიგნალი...
დღე როდესაც დედამიწა დაიწვა
THE DAY THE EARTH CAUGHT FIRE
https://www.adjaranet.com/movies/16318/The-...rth-Caught-Fireაღწერა
ბირთვულმა ცდებმა, რომლებიც აშშ-მ საბჭოთა კავშირთან ერთად განახორციელა, გამოიწვია ის ფაქტი, რომ დედამიწამ დაიწყო თავისი ღერძის გარშემო საპირისპირო მიმართულებით ტრიალი და მზესთან მიახლოება. მალე ყველაფრის აღსასრული დადგება. შესაბამისად აქტიურდება პრესა .
მე ვარ ლეგენდა
I AM LEGEND
https://www.adjaranet.com/movies/177/I-Am-L...=RUS&quality=SDაღწერა
ხელოვნურმა ვირუსმა მთელი მსოფლიოს კაცობრიობა ამოწყვიტა. დაიმფიცირებას სასწაულად გადაურჩა ცნობილი მეცნიერი რობერტ ნევილი.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერი ამ საქმეში ჩახედული იყო, წარმოდგენაც არ ქონდა, რომ ვირუსი ასე შეიძლებოდა მოსდებოდა მსოფლიოს.
ეპიდემიის პერიოდში, თითქოს, მისი შეჩერება შეუძლებელი იყო, თუმცა, მეცნიერის გამოკვლევებმა სხვა შედეგი აჩვენა. დაცარიელებულ ნიუ–იორკში
მარტო დარჩენილი ნევილი იმ ადამიანების ძებნას იწყებს, ვინც ეპიდემიას გადაურჩა. ამასობაში დაღუპულ ადამიანთა ნეშთები ზომბებად იქცევიან.
დღე ხვალის შემდეგ
THE DAY AFTER TOMORROW
https://www.adjaranet.com/movies/359/The-Da...=RUS&quality=SDაღწერა
გლობალური დათბობა მრავალი წლის შემდეგაც არ შესუსტებულა. სათბურის ეფექტმა მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. კატასტროფული ქარიშხლები,
ტორნადოები, ცუნამები, წყალდიდობები ყველაზე საშიშ, მომავალ გამყინვარების პერიოდს მოასწავებს. პალეოკლიმატოლოგი ჯეკ ჰოლი მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს და ამასთანავე თავისი შვილის სემის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. სემი ნიუ -იორკში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქი დიდმა გამყინვარებამ მოიცვა.
უფსკრულთან შეჯახება
DEEP IMPACT
https://www.adjaranet.com/movies/12270/Deep...=RUS&quality=SDაღწერა
რას მოიმოქმედებდით თუ გაიგებდით, რომ სულ მალე უზარმაზარი კომეტა დედამიწას შეეჯახება, კაცობრიობას კი განადგურება ელოდება?
შეჯახებამდე დროის ათვლა იწყება.
2012
2012
https://www.adjaranet.com/movies/525/2012?l...=RUS&quality=SDაღწერა
დოქტორ ადრიან ჰელმსლი, საერთაშორისო გეოფიზიკური ჯგუფის წევრია, რომლის მიზანია მზეზე უპრეცედენტო აფეთქებების შედეგად დედამიწაზე
რადიაციის ზეგავლენის შესწავლა. ადრიანი იგებს, რომ დედამიწის ბირთვი ხურდება. იგი ამერიკის პრეზიდენტს, თომას უილსონს აცნობებს, რომ დედამიწის
ქერქი არასტაბილური ხდება და სათანადო მზადების გარეშე, რაც მსოფლიოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადარჩენას ისახავს მიზნად, კაცობრიობა განწირულია. ამავდროულად, მწერალი ჯექსონ კერტისი იგივე ინფორმაციას წააწყდება. როდესაც გარდაუვალი კატაკლიზმებისაგან გადასარჩენად მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს "კიდობნების" მშენებლობაში ეჯიბრებიან, კერტისი ცდილობს თავისი ოჯახის გადასარჩენი გზა იპოვოს. პარალელურად, გაუგონარი სიძლიერის ვულკანური ამოფრქვევები და მიწისძვრები მთელს მსოფლიოს ქაოსში გახვევს.
უკანასკნელი გემი
THE LAST SHIP
https://www.adjaranet.com/movies/1000978/Th...son=1&episode=1აღწერა
როცა გლობალური პანდემია ანადგურებს დედამიწის მოსახლეობის 80%-ს, მარტოხელა საზღვაო ხომალდის ეკიპაჟს მხრებზე აწვება კაცობრიობის
გადარჩენის პრობლემა.
სხვა სამყარო
ANOTHER WORLD
https://www.adjaranet.com/movies/15578/Anot...=RUS&quality=HDაღწერა
ბიოლოგიური იარაღის შექმნის დროს დაშვებული იქნა შეცდომა და ოთხი შემთხვევით გადარჩენილი იძულებულია თავი დაიცვას დასნეულებულებისგან.
ბოლო საათები
THESE FINAL HOURS
https://www.adjaranet.com/movies/8238/These...=RUS&quality=HDაღწერა
როდესაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის ცივილიზაციას გარდაუვალი გლობალური კატასტროფის გამო ელის განადგურება, თითოეულმა მიიღო
ეს სხვაგვარად.
მთავარმა გმირმა ეს საკმაოდ მშვიდად მიიღო და ამასთანავე გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს დედამიწის ბოლო დღის გრანდიოზულ წვეულებაში.
გადამტანები
CARRIERS
https://www.adjaranet.com/movies/9590/Carri...=RUS&quality=HDაღწერა
საშინელი ინფექცია შემოიჭრა ჩვენს სამყაროში. ვირუსი, რომელიც ადამიანებს საშინელ ტანჯვებში კლავს, მომენტალურად და გლობალურად გავრცელდა
საჰაერო–წვეთოვანი გზით ადამიანებს შორის. ოთხ მეგობარს ამ ეპიდემიამ გზაში წაასწრო. მუდმივი გადაადგილება მათთვის გადარჩენის ერთადერთ
გზად იქცა. ისინი ცდილობენ გაექცნენ კონტაქტს სხვა ადამიანებთან და დატოვონ დაინფიცირებული ტერიტორია.
უკანასკნელი დღეები
THE LAST DAYS
https://www.adjaranet.com/movies/6681/The-L...=RUS&quality=HDაღწერა
2013 წელი, მისიურმა ეპიდემიამ მოიცვა პლანეტა. მსოფლიოში ქაოსი გამეფდა, ადამიანები ცდილობენ თავი გადაირჩიონონ.
ინფიცირება
CONTAGION
https://www.adjaranet.com/movies/1582/Conta...=RUS&quality=HDაღწერა
როცა ახალი სასიკვდილო ვირუსით გამოწვეული ეპიდემია სწრაფი ტემპით გავრცელებას იწყებს, მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება ცდილობს
ვაქცინა აღმოაჩინოს და შეაჩეროს პანიკა,რომელიც მთელს მსოფლიოს ვირუსზე სწრაფად მოიცავს.
ეპიდემია
OUTBREAK
https://www.adjaranet.com/movies/1313/Outbr...=RUS&quality=HDაღწერა
დაფიქსირებულია სასკივდილო ვირუსი, რომელიც ჰაერით გადაეცემა და სწრაფი ტემპით ვრცელდება გარშემო. სემ დენიელსის დავალებაა შეაჩეროს ეპიდემია,
სანამ იგი ჯერ მხოლოდ პატარა ქალაქის ფარგლებშია გავრცელებული და გამოაცხადოს კარანტინი, რადგან თეთრმა სახლმა უკიდურეს ზომებს არ მიმართოს
12 მაიმუნი
TWELVE MONKEYS
https://www.adjaranet.com/movies/604/Twelve...=RUS&quality=HDაღწერა
2035 წელს, დამნაშავე ჯეიმს ქოულის მეცნიერები ნებაყოფლობით წარსულში გაამგზავრებენ, რათა გაიგოს საიდან წარმოიშვა სასიკვდილო ვირუსი, რომელმაც
წინა ათწლეულში თითქმის მთელი დედამიწის მოსახლეობა იმსხვერპლა. მაგრამ როდესაც ქოული 1996-ის ნაცვლად შემთხვევით 1990-ში მოხვდება დაიჭერენ
და საგიჟეთში დაამწყვდევენ, სადაც იგი ფსიქიატრს, ვირუსების ცნობილი ექსპერტის შვილს შეხვდება.
ცხელი ზონა
THE HOT ZONE
https://www.adjaranet.com/movies/1003303/Th...son=1&episode=1აღწერა
აშშ შეიარაღებული ძალების მკვლევარი, ექიმი ნენსი ჯააქსი, რომელიც საიდუმლო სამხედრო სპეციალიზირებულ გუნდთან თანამშრომლობს, თავს
საფრთხეში იგდებს, ცდილობს რა როგორმე ებოლას ვირუსის აფეთქება აღკვეთოს, სანამ იგი ადამიანებზე გავრცელდება.
პანდემია
PANDEMIC
https://www.adjaranet.com/movies/17576/Pand...=RUS&quality=HDაღწერა
მომავალი. ვირუსმა მთელი პლანეტა მოიცვა. უფრო მეტი დაავადებულია ვიდრე ჯამრთელი და ადამიანები კარგავენ პრიორიტეტებს. ერთადერთი
გამოსავალია მოიძებნოს ანტიდოტი. ლაურენი ექიმია რომელიც ნიუ იორკის დაცემის შემდეგ ლოს ანჯელესში გადადის რომ გადარჩენლები იპოვოს.
მაგრამ ყველაფერი რთულადაა და რთულია სისხლის მსმელებს გაექცე, განსაკუთრებით კი კალიფორნიის ქუჩებში.
მსოფლიო ომი Z
WORLD WAR Z
https://www.adjaranet.com/movies/2947/World...=RUS&quality=HDაღწერა
გაეროს წარმომადგენელი ჯერი ლეინი ცდილობს მოძებნოს ანტივირუსი, რომელმაც კაცობრიობა საშინელი აღსასრულისგან უნდა იხსნას.
სიბრმავე
BLINDNESS
https://www.adjaranet.com/movies/9588/Blind...=RUS&quality=HDაღწერა
უსახელო ქალაქს სიბრმავის აუხსნელმა ეპიდემიამ შეუტია და მხოლოდ ექიმის მეუღლემ შეინარჩუნა ხედვის უნარი. რამდენ ხანს გასტანს ეს არავინ იცის.
ფილმი წარმოადგენს ჟოზე სარამაგოს ნაწარმოების ეკრანიზაციას.
კაცობრიობის პირმშო
CHILDREN OF MEN
https://www.adjaranet.com/movies/4982/Child...=RUS&quality=HDაღწერა
2027 წელი სამყარო ჩაფლულია ანარქიაში, რომელიც მასიურმა უნაყოფობამ გამოიწვია. კაცობრიობას განადგურება ემუქრება.
უკანასკნელი იმედი ფეხმძიმე ქალია.
28 დღის შემდეგ
28 DAYS LATER...
https://www.adjaranet.com/movies/1062/28-Da...=RUS&quality=HDაღწერა
28 დღის შემდეგ, რაც სასიკვდილო ვირუსი ბრიტანული კვლევითი დაწესებულებიდან გავრცელდა,ლონდონში გადარჩენილი ადამიანები ცდილობენ
თავი დაიცვან და არ დაავადდნენ. ვირუსი ადამიანებს და ცხოველებს გადააქვთ და დაავადებულებს მანიაკებად აქცევს.
ანდრომედას შტამი
THE ANDROMEDA STRAIN
https://www.adjaranet.com/movies/16454/The-...=RUS&quality=HDაღწერა
ამერიკული თანამგზავრი ჩამოვარდება ერთი ქალაქის ახლოს იუტას შტატში და სასიკვდილო ვირუსს გამოუშვებს, რომელიც ყველა მოქალაქეს
დახოცავს ორის გამოკლებით – ბავშვის და მოხუცის. სანამ სამხედროები ცდილობენ უბედურების ზონის იზოლაციას, საუკეთესო მეცნიერების ჯგუფი
მიწისქვეშა ლაბორატორიაში ცდილობს სასიკვდილო უცხოპლანეტური ვირუსის საიდუმლოს ამოცნობას.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.