არა ძალიან ძველი არ უნდა იყოს სადღაც 1989-2000-ის პერიოდშია გადაღებული, უფრო 90-იანების ბოლოს მგონია მე. 2001 წელს ვუყურე რუსთავი ორზე

და იმის მერე ვერსად მივაგენი

რაც დამამახსოვრდა:
1. მთავარი მოქმედი პირი არის ქალი სახელად ელენი.
2. რაღაც ჯგუფში ჩაეწერებიან ფსიქოლოგთან და ეს ფსიქოლოგი გაიყვანს ქალაქგარეთ ძველ სასახლეში, რომელსაც დიდი ჭიშკარი აქვს რკინის.
3. ეს სახლი ვიღაცა საზიზღარ ტიპს ეკუთვნოდა, რომელსაც ბავშვები ყავდა დახოცილი. ამ მასტის უზარმაზარი სურათი ფოიეში არის ჩამოკიდული და ეს ჯგუფი რო შევა სახლში, სურათზე სისხლით წარწერაა გაკეთებული: კეთილი იყოს შენი დაბრუნება ელენ. ეს ქალი ატეხავს ერთ ამბავს რომელმა მეხუმრეთო თუმცა არავის არაფერი გაუკეთებია მსგავსი.
4 ერთ ოთახში დიდი შავი ბუხარია, ტიპი მივა დასანთებათ, თავს შეყოფს და რაღაცა მექანიზმი ამუშავდება და გააგდებინებს თავს

კიდე რაღაც ლამაზი შადრევანივით დგას სახლის ერთ ნაწილში და ბოტანიკური ბაღივით არის გაშენებული
5. ეს ელენი როცა იძინებს ბავშვის ხმები ესმის, გვიშველე ელენ და რაღაცეებს ეძახიან, სადღაც გამოკეტიული ვყავართ იმ ტიპსო, საწოლის თეთრეულზე ბავშვის სახეები ამოიზნიქებოდა ხოლმე ამას როცა ეძინა.
6. ბოლოს ბევრი უბედური შემთხვევები ხდება, ეს ჯგუფი დღითი დღე მცირდება, გარეთაც ვეღარ გადიან, ბოლოს ეს ელენი და ერთი გარბიან. ჭიშკარს გაამტვრევენ მანქანით