მეჰ
* * *
ლამაზად შეფუთული დაშტამპული ჰორორია.იგივე Men და Barbarian ბევრად უფრო"ტონკად'და კრეატიულად აწყობდა ჰორორს.ეს ჩვეულებრივი ჰორორია,უკვე გაღეჭილი საშინელებათა ფილმების სტრუქტურით და არახალი იდეებით.(ღიმილი მოპარული"სიმართლე თუ მოქმედებიდან".სიუჟეტი გავს"ით ფოლლოვზის"სიუჟეტს,რომელიც გაცილებით უკეთესი ფილმია ამ ჟანრში)მარა ამის პატიება შეიძლებოდა,რო არა უფანტაზიო მაყურებლის შეშინების ხერხები.კი,არის რამოდენიმე სცენა,სადაც ცდილობენ განათებით,კამერის მუშაობით და ნელი განვითარებით დაძაბულობა შექმნან,მაგრამ ბოლოს მუსიკა ითიშება და ბანალურ სკრიმერს გესვრიან სახეში.და ასე მთელი ფილმი
რაც შეიძ₾ება დადებითად აღვნიშნო არის,როგორ გამოიყურება ფილმი.სასიამოვნო ოპერატორული ნამუშევარი,კომპეტენტური მონტაჟი,რომელიც საჭირო ტემპს ქმნის მსგავსი ჟანრისთვის,მუსიკალური გაფორმება და მსახიობების ძლიერი შესრულება.
ცუდია,რო ამ ყველაფრის უკან სიცარიელეა
* * *

წელს უკვე მესამე ექსკლუზივია ჰულუსგან,რომლითაც კმაყოფილი დავრჩი...
თუ არ მიკვირდეს
სუფთა სისხლის საშინელებათა ფილმს ვერ დავარქმევდილ,მაგრამ არის ჰორორის ნოტები შერეული.
უფრო თრილერია,საკმაოდ დაძაბული.კარგი რეჟისურით.პერსონაჟებსაც უთანაგრძნობ და ამით ფილმი უფრო საინტერესო ხდება.იყო რამოდენიმე მომენტი,სადაც სცენარისტს შეეძლო უკეთ ემუშავა,მაგრამ მთლიან სურათზე ამ მომენტებმა დიდი გავლენა ვერ მოახდინეს.
იუმორიც გემოვნებით არის ფილმში შერეული.მომენტებში იმის მიუხედავად რაც ხდება ეკრანზე,მაინც გეცინება.
დასასრულიც მომეწონა,რამოდენიმე წლის წინ ალბათ ვისურვებდი,რო ასე არ დამთავრებულიყო და 2006 წლის ტეხასური ხოცვალ-ჟლეტის პონტში დაესრულებინათ.თუმცა რაც ასაკი მემატება მგონი სენტიმენტალური ვხდები
სებასტიან სტენმაც მშვენივრად მოირგო როლი"კსტაწი"
პ.ს. რაც მთავარია სწორი მესიჯები აქვს ფილმს.
7.5/10
8 ბევრი იქნება,7 კიდე ცოტა