ბებია იყო მანდ ყველაფრის თავი და თავი

ერთ-ერთ დემონს პეიმონს ეთაყვანებოდნენ, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭის სხეული სჭირდებოდა. თავის ბიჭ შვილში აპირებდა ჯერ ჩასახლებას მარა იმან თავი მოიკლა და მერე გოგოს შვილებზე დაიწყო ჩალიჩი.
შვილმა (გოგომ) რაღაც იცოდა და ამიტომ არიდებდა ბებიასთან კონტაქტს და ბიჭი შვილი რომ ეყოლათ საერთოდ არ ანახებდა, მეორე შვილი გოგო რომ დაებადათ ბებიასთან ერთად იზრდებოდა და ამ ჩათლახმა ბებიამ ჩაასახლა ამ გოგოში ეს დემონი
ბებია რომ მოკვდება ეს გოგო მაგიტომ ეკითხება დედამისს ახლა მე ვინ მომივლისო.
მოკლედ მერე ამ გოგოს კლავს ეს პეიმონი (ავარიაში) და ჩალიჩობს ამ ბიჭის სხეულზე.
ის ქალი რომ გაიცნო წრეზე, არის ამ ბებიის დაქალი და სინამდვილეში სექტის წევრი და გაითამაშებს ამ ყველაფერს, სულის გამოძახებაზე წააკითხებს რაღაც ტექსტს და მაგის მერე თვითონ იმ ქალსაც იმონებს ეს პეიმონი, რის მერეც ამოთხრის საფლავიდან ამ ბებიას (თავს რატომ აჭრის ოღონდ არ ვიცი) და მოკლედ სხვადასხვა დავალებებს ასრულებს ხოლმე, ქმარსაც მიაწვავს.
ბიჭ შვილსაც რომ ელაპარაკება სიზმარში - მე არ მინდოდა შენი გაჩენა და ძალით გამაჩენინაო ბებიაშენმაო და მერე რომ იხსენებს, მთვარეული ვარ და ნავთი გადავასხი ერთხელ ჩემს ოჯახს და დაწვას ვუპირებდიო (ხვდებოდა ქვეცნობიერში რაღაცას და იცავდა ასე),
მოკლედ ამ ჩათლაშკა ბებიამ ქნა ყველაფერი.
და ჯანდაბა ამ ფილმს, დამინგრია კინაღამ ფსიქიკა