პირადად ჩემი გამოცდილებით და აზრით, დიდი სიამოვნება გელის წინ.
რამდენიმე წინა პოსტს გადავხედე. ბევრის უკმაყოფილების მიზეზი იყო ის, რომ ფილმი "არანოლანისეურია".
ფილმი ისტორიულ/დოკუმენტურია და აქედან გამომდინარე, რამდენადაც შესაძლებელი იყო, იმდენად იგრძნობა ნოლანი: კადრები, მონტაჟი, რეჟისურა და ა.შ. მიუხედავად განსხვავებული ჟანრისა, რომ არ მცოდნოდა, ვიფიქრებდი რომ ნოლანის ხელი ურევია ამ ფილმში.
ბევრი ასევე ამ ფილმს ადარებს ნოლანის წინა ფილმებს, ესეც არ მესმის.
რომ შევაჯამო, ჩემი აზრით ფილმი შედგა:
1) ისტორია ძალიან საინტერესოა (წინა პოსტები გადავიკითხე და ბევრი ამ ისტორიას უაზრობას ეძახის, რატომ ვერ ვხვდები, 400 000 კაცის სიცოცხლე როცა წყდება როგორ შეიძლება ამას უაზრობა უწოდო არ ვიცი)
2) კარგად არის ნაჩვენები ადამიანური მომენტი
3) ასევე ომის ფსიქოლოგია
4) მინიმუმ კინემატოგრაფიაში და Sound - ში ოსკარი ეკუთვნის.
5) მარტო სპიტფაიერები რად ღირს, რეალური სპიტფაიერები, რომლებსაც ფრთებზე აიმაქსის უზარმაზარი კამერები უყენიათ და დაფრინავენ ცაში.
P.S. ჰანსზე კომენტარს არ გავაკეთებ, ლეგენდაა ეგ კაცი, აქაც, წინა კომენტარებში წავიკითხე რომ საუნდტრეკი ზოგს არ მოეწონა, ასევე ბევრ მიმოხილვაში, საინტერესოა, ამ ჟანრის ფილმში როგორ საუნდტრეკს ელოდებოდნენ თუ არა დაძაბულს

)
აუცილებლად Cavea IMAX - ში ნახე, ცუდია რომ Digital - ს უშვებენ და არა ფირს, მაგრამ მთლიანობაში მაინც კარგი კინოთეატრია და ეცადე შუა რიგი ან უფრო უკანა რიგი აიღო, რომ კარგად დააფოკუსო ყველაფერი.