ძალიან მომეწონა. ნუ ქასთი, შესრულება, სტილი, გარემო, CGI.
წიგნის წაკითხვისას არ მგონია, იგივე სიამოვნება მიმეღო.
ქენეთ ბრანა ასე თუ შეასრულებდა არ მეგონა, მისი პერსონაჟი იდეალური იყო.
ერთი ისაა, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა მოვლენები და შეუძლებელი იყო, რომ მიყოლოდი ყველაფერს, ცოტა გაურკვევლად რჩებოდა რაღაცეებიც.
მაგრამ საერთო ჯამში ეგ აღარ ჩანს.
უყურეთ, არ ინანებთ. არ არის სასწაული დეტექტივი, მაგრამ ყველა ასპექტის გათვალისწინებით, როგორც ფილმი ძალიან კარგია.
8/10
მიმაგრებული სურათი