Sleepers (1996)
როგორ არ აქვს თემა?

ერთი შეხედვით ტრადიციული ჰოლივუდური ფილმია, დაჩაგრულებზე და სასტიკ სისტემაზე, რომლის წინააღმდეგ საბოლოოდ სამართალი უნდა აღსრულდეს. დასაწყისში ამერიკის ერთ-ერთი უბნის ბავშვების ცხოვრების აღწერა კარგი ფილმის კონტრებს გამოკვეთს, მერე უცბათ 13 წლით გადახტომა და პირდაპირ სხვა ისტორიაზე გადართვა თითქოს უკვე სხვა ფილმია.
... ფილმს უყურებ - მსგავს ამერიკულ სასამართლო პროცესები რამდენი ფილმი გადაღებულა, მოლოდინი გაქვს სავარაუდო განვითარების - სიმართლისთვის ფარდის ახდის. აღიარების სცენა ზედმეტად გულაჩუყებული მარტივი სცენაა.. ასეთი მონსტრის უცბათ გატეხვა.
ჰოლივუდის დონეზე საშუალო კარგი ფილმი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დასასრულმა საერთოდ აწია ფილმის ხარისხზე ჩემი შთაბეჭდილება. ეს მოსალოდნელი ჰეფიენდი სინამდვილეში არანაირი ჰეფიენდიც არ არის.
ბედნიერების წამიერი გაელვებაა. ბავშვობის გულუბრყვილო სიხარულის გახსენება, რომელიც ამ მომენტს მიღმა დასრულდება და აღარ განმეორდება არასდროს. გზები იყოფა და წარსული ვეღარ აღდგება.
სამართლიანობა აღსრულდა - ანგარიშსწორებით, მაგრამ ის დარტყმა რაც მათ ცხოვრებას და ცნობიერებას მიადგათ ვეღარ გამოსწორდება. ცხოვრება დანგრეულია და ამ ყოვლისმომცველ დანაშაულს ვერანაირი იურიდიული სისტემა ვერ გამოასწორებს. მღვდელის დიდი განსაცდელის წინაშე დარჩა - უღირდა კი "შვილების" ამ გზით და ამ ფასად გადარჩენა? იქნებ მისმა ნაბიჯმა დაღუპა ზუსტად.
რა ძალისხმევითაც არ უნდა ეცადო, რაც არ უნდა მოიმოქმედო წარსულის ტრავმის ვერ გამოასწორებ. ყველა თავის გზაზე წავიდა, ერთმანეთს დაშორდნენ და აღარც გადაკვეთილა მათი გზები, მაგრამ მათი ცხოვრების გზები უკვე დეფორმირებულია. ცხოვრებაში რაღაცების "გამოსწორება" ასე იოლად ვერ აღდგება. ბედნიერება მხოლოდ წამიერია და წარმავალი. ამ წამებს მიღმა მთელი ცხოვრებაა, რომელიც მძიმე და გაუსაძლისია. ეს "უკან ვერ დაბრუნების სევდა" კარგად იყო გადმოცემული.
ფილმი ტრადიციული ჰედიენის გზას გადის, მაგრამ თან ამ და ნებისმიერი სხვა ფილმის შემთხვევაშიც, გვანახებს რომ ეს ერთ სცენაში წარმოსახული ჰეფიენდები, მხოლოდ ბედნიერების გაელვებაა და პირიქით სასტიკად "არაჰეფიენდურია".
მთლიანობაში ცხოვრება არ არის ასე მარტივი - ერთი ხელის მოსმით ბედნიერება და იდეალისტური ცხოვრების წარმოდგენას რომ მიაღწიო.
8.5
