ესეიგი ზედმეტად უცნაური ფილმია. მაგრამ ამ მიზეზით ყურადღებას მიიქცია.
ამ ფილმს რომ არ ერქვას The Raven და ედგარ ალან პო-ს არ შეეხებოდეს, შესაძლებელია ყოფილიყო საშუალო ან დაჟე "კარგი ფილმი" თავის ჟანრში.
ფილმს ყორანი ჰქვია, შესავალი ჩამთრევია რადგან გეუბნევა: 1849 წელს ედგარ პო გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მოლოდინიც შესაბამისი გაქვს რომ ფილმი ამ უნიკალურ ხელოვანზე იქნება. პოს ტექსტებიდან გამომდინარე სხვა ტიპის, მისი სიმძიმით, პრობლემებით დატვირთული ფილმი იქნება. ნაჩვენები იქნება ბოლოს როგორ მოკვდა ეს ძლიერი, დაუფასებელი მწერალი. ამ ხელოვანის ბედი იქნება რაღაც მხრივ გადმოცემული. სულ მცირე ეს მოლოდინია ფილმის შესავალში.
ამ დროს იღებ ფილმს არა ედგარ ალან პო-ზე არამედ საშუალო შერლოკ ჰოლმსზე. სადაც პო მხოლოდ მისი ტექსტებით შთაგონებულ ფსიქოპატს დასდევს. პო როგორც მწერალი საერთოდ არ არის წარმოჩენილი. ის თემატიკა და წერის ტექნიკა, რაც პოს ჰქონდა რამ განაპირობა. და ეს თემები საერთოდ დაკიდებულია.
ედგარ პოს როლის შემსრულებელი ჯონ კუსაკიც არ ჰგავს პოს. გარდა ამისა თამაშობს ერთ საშუალო ღარიბ, დაუფასებელ ლოთ ხელოვანს. რომელიც ყველასგან განსხვავებულია და სახელგატეხილია. მოკლედ ეს ზოგადი ზედაპირული ხელოვნის სახეა, ამ აქთინგით შესაძლებელია ნებისმიერი მხატვრის ან მუსიკოსის თამაში. შიგთავსისგან დაცლილია, არაფერი არ მიანიშნებს რომ ედგარ ალან პო-ზეა საუბარი.
მხოლოდ ზედაპირული ფრაზები გვრჩება: "მწერლის წარმოსახვაზე".
როგორც ბიოგრაფიული ან სხვა ტიპის ფილმი ედგარ პო-ს შესახებ არის საშინელება. არაფრად ვარგა. არც პოს სახე, არც სიუჟეტი, არაფერი.
რა უნდოდა რეჟისორს ედგარ ალან პო-სგან გაურკვეველია.
მაგრამ სახელ "ყორანს" თუ მოვაშორებთ, ედგარ პო-ს სახელსაც დავიკიდებთ და შევხედავთ ფილმს როგორც მხოლოდ დეტექტივს ერთ უბრალო მწერალზე, რომლის საზარელი ტექსტების რეალობაში გაცოცხლება ვიღაცამ მოინდომა.
თუ დაარქმევ ამ ფილმს - "შერლოკ ჰოლმსის 67 ნაწილს" ან "მწერალი დეტექტივის ცხოვრება". სადაც ფილმის მთავარი ღირსება დეტექტივის სიუჟეტი უნდა იყოს ხაზგასმული. ამ შემთხვევაში მივიღებთ სულ სხვა ფილმს.
როგორც დეტექტივი ფილმი ცუდი არ არის, კითხვვის ნიშნები, გამოცანები, მინიშნებები, საიდანაც რაღაცებს უნდა მიხვდე. შერლოკ ჰოლმსიც ხომ მეტი არაფერია.
ერთ მხარეს ჭკვიანი დამნაშავე, მეორე მხარეს ჭკვიანი გამომძიებელ მწერალი. ეს არის კლასიკური დეტექტივის ქარგა ყოველთვის. უნდა გაფიქრებინოს რა ჭკვიანია ეს მკვლელი, ამავდროულად უფრო მეტად უნდა გაგაკვირვოს გამომძიებელმა, რომელიც საიდანღაც ბრწყინვალე გონების წყალობით ამ ჩანაფიქრებს ხვდება.
ამიტომ დეტექტივები ზოგადად აუტანელი ხდება.
მაგრამ ამ ფილმს, რომელსაც დაბალი შეფასება აქვს ყველგან. გაი რიჩის "შერლოკ ჰოლმი" სცენარის ჩახლართულობით და ექშენით დიდად ნამდვილად არ ჯობია. (ან მე ვერ დავუმუღამე იმას)
დეტექტიური გამოცანები, მინიშნებები, თითოეული მკვლელობას რაღაცას განასახიარებს, ახალ მინიშნებას გაძლევს. და მთელი ეს მუღამი, რის გამოც ხალხს დეტექტივი უყვარს ამ ფილმში ნორმალურადაა.
10/7

ამ ფილმის რეჟისორს - ჯეიმს მაკტიგის რომ გამოეცხადებინა რომ გაი რიჩის "შერლოკ ჰოლმის" მესამე ფილმს იღებს და ამ ფილმსაც ამ დეტექტივის მოყვარულები დაელოდებოდნენ, მივიღებდით ფილმს უკეთესი გამოხმაურებითა და შეფასებით, შედარებით მეტად დაფასებულ ფილმს.
დეტექტივის სასტავსაც ალბათ გაუსწორდებოდა და არც ედგარ ალან პო-ს მკითხველები აღშფოთდებოდნენ. უბრალოდ რას ერჩოდა პოს..
ამხელა პოსტი არ ვიცი რისთვის დავწერე. რადგან დაუჯერებლად პარადოქსული ფილმია, რომელიც უკუდურესად აცდენილია სახელწოდებას.