მოკლედ ვინმეს თუ აინტერესებს რათქმაუნდა ბათუმის ფესტივალის ბოლო დღეზეც დავწერ. ტრადიციულად 12 საათიდან აპოლოში ვიყავი და ძლიერი წვიმის გამო ფაქტობრივად ყველა სეანსი დახურულ სივრცეში შედგა.
12 საათზე უგის ოლტეს და მარტინ ტრაავიკის ერთობლივი ლატვიურ-ნორვეგიული ნამუშევარი Liberation Day. ფილმი რომელიც ყველამ უნდა ნახოს! 8/10-იდან!
მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული რესპუბლიკა იაპონიის კლანჭებიდან გათავისუფლების 70 წლისთავს აღნიშნავს დიადი კიმის თამადობით და იდეით. და როგორ აღნიშნავს? იწვევს მსოფლიო მასშტაბით ერთერთ ყველაზე პროვოკაციულ და ნეონაცისტურ როკ ბენდს, ლაიბახს. ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ ეს დოკუმენტური ფილმია, ანუ ნამდვილი ამბავია

უნიკალური კადრები ჩრდილო კორეიდან, თავად რეჟისორთან, უგის ოლტესთან კი მთელი ნახევარი საათი ვიბაზრე, თბილისშიც ჩამოვიტანთო წესით დეკემბერში ამ ფილმსო. მოკლედ დოკუმენტურებში ჩემთვის ერთერთი მთავარი ფავორიტი იყო წელს.

აქ კორეელების სახეებს დააკვირდით ამავე დროს

ამის შემდეგ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმები: რუმინეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან. დიდი ვერაფერი პირდაპირ რომ ვთქვათ. ერთადერთი აზერულ ,,ხმა"-ს არაუშავდა.
აი ამათ მერე კი საკონკურსო ფილმი ახალგაზრდა რუსი რეჟისორის ალექსანდრ ჰანტის, რომელიც ფილმის წინ გარეთ იდგა ჩვენთან ერთად სიგარეტს ეწეოდა და იმაზე წუხდა რა ძვირი ღირდა ბილეთი მოსკოვში დასაბრუნებლად ამ დღეებში

არადა ფილმი საკმაოზე კარგი (ნუ უფრო გასართობი და თავშესაქცევი) გამოვიდა. ყველაფერი იყო ამ ფილმში რაც თანამედროვე რუსეთში ხდება: კორუფცია, მიტოვებული ოჯახი, ლოთობა, ბოზობა, თვით კანონიერი ქურდებიც კი. მთლიანობაში ცუდი არ იყო, შინაარს არ ვიტყვი და არც სახელს მთლიანად (პოსტერზე წერია), ნახვა აუცილებლად ღირს მარტო იმიტო რო რუსეთში უკვე ცენზურა ადევს 7/10.

მერე იყო ირანული საკონკურსო ნამუშევარი Take Off. რეჟისორმა არ ისურვა ჩამოსვლა და ძალიანაც კარგი ქნა. ალბათ ყველაზე სუსტი ფილმი ვიხილეთ კონკურსის სექციაში. საინტერესო დასასრული ნამდვილად იყო, თუმცა დასაწყისი და ფილმის განვითარება (ზოგადად) ძალიან სუსტი. მიუხედავად იმისა რომ ირანული კინოს დიდი მოტრფიალე გახლავართ მაინც ვერ უძლებს მთელ რიგ ეპიზოდებში კრიტიკას, ასე რომ 6/10-იდან.
პ.ს. ისე სიმართლე თუ მოქმედებას ვინც ხშირად თამაშობს იმათ მოეწონებათ


შემდგომ კი იყო ალბათ ერთერთი გამორჩეული საკონკურსო ფილმი (რომელიც სამშაბათს ვერ იქნა ნაჩვენები ტექნიკური მიზეზების გამო), თანამედროვე უნგრული კინოს ერთერთი ,,მამის", მუნდრუჩოს უკანასკნელი ნამუშევარი ,,იუპიტერის მთვარე", სადაც მთავარ როლში არის ქართველი მერაბ ნინიძე. წელს კანზე იყო ეს ფილმი წარდგენილი და ნამდვილად იმსახურებდა კიდეც. სასწაული კადრები, სასწაული პარალელები რელიგიასთან მთლიანობაში (რაც ერთი შეხედვით არ ჩანს მაგრამ თუ დავუკვირდებით ესეა). მოკლედ ჩემგან 7.5/10-იდან. ძალიან კარგია

,,აი ჰევ ე პარპოუს ენდ იუ ჰევ ე პარპოუს (უნგრული აქცენტით)"


და ბოლოს დიდოსტატების შედევრებიდან, დასრულდა ფესტივალი ანჯეი ვაიდას ბოლო ნამუშევრით Afterimage. ეს ფილმი გადაიღო პოლონეთის ყველა დროის ერთერთმა საუკეთესო რეჟისორმა და გარდაიცვალა. ფილმი არის შედევრი და აუცილებლად უნდა იქნეს საქვეყნოდ ნაჩვენები წელს კინოთეატრებში. არანაირი ფილოსოფიური წიაღსვლები აქ არ არის, არის მარტივად მაგრამ გენიალურად ყველაფერი. 8.5/10-იდან. ესეც იმიტომ რომ ძალიან დავიღალე ბოლოს თორემ ალბათ მეტიც ეკუთვნის..

აღსანიშნავია მთავარი როლის შემსრულებელი ბოგუსლავ ლინდას უნიკალური თამაში, რომელიც იდეალურად ირგებს როლს ცნობილი პოლონელი მხატვრის (საქვეყნოდ განდევნილის) ვლადისლავ სტრჟემინსკის როლს. მოკლედ უპირობოდ სანახავი ფილმია და უკვე დევს კიდეც როგორც ვიცი ქართულ ინტერნეტ სივრცეში.
მთლიანობაში კარგი ფესტი გამოვიდა. 2.5 დღე დავესწარი და კმაყოფილი ვარ. იმედია გააგრძელებენ ტრადიციას და კვლავაც უფასო იქნება და შესაბამისი დონერები (სახელმწიფო თუ არასახელმწიფო) შემდგომშიც დააფინანსებენ. უმნიშვნელოვანესი მოვლენაა
This post has been edited by madridman on 24 Sep 2017, 01:58