მოკლედ, რომ ვთქვა, გადავირიე მეთქი ამ ფილმზე, მოვიტყუები.
მაგრამ საკმარისია მისტიურობა/დრამატიზმს ოდნავი პოეტურობა დაემატოს და ვიკერები, ამიტომაა რომ ზოგადად ფილმზე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც არაჩვეულებრივია, მაგრამ მაინც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ :დ
ერთხელ სანახავად ნამდვილად არაა ცუდი ფილმი. საკმაოდ ჩამთრევი და სასიამოვნო საყურებელიცაა, ვიზუალს არ უჩივის.
მიუხედავად იმისა, რომ პირველივე სცებიდან (მგლების ხოცვა) მივხვდი ფილმის პათოსს, მაინც სიამოვნებით ვუყურე.
რეჟისორისა და მსახიობების წყალობით საკმაოდ ემოციურია.
ერთ-ერთი უმთავრესი თემა, ჩემი აზრით, ინდიელთა მიმართ ისტორიული უსამართლობაა, თუმცა, ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს (მივეცი კიდეც :დ ).