
ახლა მოვადი კინოდან, კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ეს რა იყო


საუკეთესო ნაწილია ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა რო ფლეშბექი გავმაზე, დამაგვიანდა, ძალიან ვისიამოვნე მთელი ფილმი. 2 საათი როგორ გავიდა ვერ გავიგე
ძალიან ლამაზი ვიზუალი ქონდა კინოს. სურტუნას სამეფო, პლანეტა საკაარი, გლადიატორების არენა ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო. ცალკე მინდა მივაქციო ყურადღება საუნდთრექებს ძაან დიდი როლი ითამაშა საერთო ატმოსფეროს
შექმნაში.
თორის იუმორი ცალკე თემაა, ქართულად არ ვიცი როგორ თარგმნეს მარა რუსულ სეანსზე რასაც ქვია შუაზე გავიხიე სიცილით კაი ხანია ასე ფილმზე არ მიცინია, იმენა გაამასხარავეს თორი


დიალოგებმა დაგლიჯა ფილმში ყველგან იუმორი იყო იმენა

ახალი გმირებიც მომეწონა, და ძველი გმირების არასტანდარტული ხედვა რომელიც არ გვჩვევია

მოკლედ ძალიან გამისწორდა, 3D-ში ვერ ვუყურებ ძირითადად ფილმებს თვალები მტკივდება მარა აქ ისე გავერთე გარეთ რო გამოვედი მარტო მაშინ მივხვდი რო თველები მეტკინა

ხო და კიდე, ეს დედანაქაჩი მარველია და ფილმი რო რჩება ნუ დაიშლებით ხოლმე ხო იცით რო ტიტრების მერე სცენები იჩითება, რო ადგა მთელი დარბაზი ვერ ვხედავდი ვერაფერს და ბოლო სცენას ფეხზე დამდგარმა ვუყურე
This post has been edited by ilushh on 9 Nov 2017, 01:21