ადრეც მითქვამს რო სპორტი რაღაცნაირი რამეა,ხანდახან ხელოვნებაზე მეტი
ნაღდი ხელოვნება კიდე ის არის,იმას გადმოცემს ხოლმე რაც ხდება
და გუშინ ლაშამ რაღაც მაგარი გვაჩუქა,ის ძველი,ათასჯერ ნათრევი,ხუთი ივლისის ქუჩაში და მერე კომენტარებში ორივე მხრიდან ნალანძღი
ვიღაც ჰალსტუხიანი ტიპების და ვიღაც ნაბიჭვრების წართმეული სიამაყე დაგვიბრუნა
და კიდე დაგვიბრუნებენ
უბრალოდ ამ ამბავს სხვა რამის გამო ვყვები,ლაშას მოლოდინში სრულიად გენიალური შეხვედრის მომსწრე გავხვდი ძიუდოში
რუსი მადინა ტომაზოვა და იაპონელი ჩიზურუ არაი,სრული თვრამეტი წუთი ჭიდაობდნენ
ძიუდოს დრო 4 წუთია,დანარჩენი პირველ ილეთამდეა
უბრალოდ ასე გაგრძელდა,ორივე ფეხზე ძლივს იდგა,იქ აღარ იყო ძიუდო,რუსი გოგო იმენა ნაბეთქვი იყო ფინგალით,ვერც იაპონელი გოგო იდგა
ძიუდო გადაიქცა ომად
ის ძველი რუსეთ იაპონიის ომები გაიჩითა
მერე ეგეც დავიწყებას მიეცა და უბრალოდ ორი პირველყოფილი ადამიანის შერკინება გაიჩიოთა,რაღაც დიადისთვის,იმისთვის რასაც სიცოცხლე,სინათლე ერქვა
სპორტს გაცდა,ადამიანობას გაცდა,ყველაფერს გაცდა და ორივე მზად იყვნენ ამისთვის
იაპოშკამ მოიგო
და მერე მთელი კაიფი ის იყო რო 18 წუთი ამ ამბების მერე,იაპოშკამ მოიგო ოქრო,რუსმა ბრინჯაო
სპორტზე მეტი მართლა არაფერია,კინოში ამ შეხვედრას,ამ რაღაც განწირულ სულისკვეთებებს,ასე გაშიშვლებულ გრძნობებს,ასეთ ადამიანობებს,ძაან ცოტა ყვება,ასე წრფელად,ასე მაგრად
უბრალოდ ნახეთ,საშინელი ძიუდოა,მარა ადამიანების ომია
და ის მადინა რო რუსია დაიკიდეთ,ამ ომებს ეროვნება არ აქვს
https://player.1tv.ge/1tv/2021-07-28T12:35:13+04:00