(გრამატიკული შეცდომებისთვის წინასწარ ბოდიში

)
მომინდა რაღაცნაირად მოკლედ ამ ფილმზე ლაპარაკი.ვისაც არ გინახავთ არ წაიკითხოთ შეიძლება სპოილერები გამექცეს

მთლიანობაში ფილმის მიმართ ნეიტრალური შთაბეჭდილება დამრჩა.ცუდი არ არის ნამდვილად,მაგრამ არც ისეთი კარგია,როგორც ამას ზოგი ამბობს(ჩემი აზრით რა საკვირველია

)
ფილმს ქონდა როგორც პლიუსები ასევე მინუსები,სამწუხაროდ მინუსები უფრო მეტი გამოდგა.პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რო გარეგნული მხარე სურათის ფილმის საუკეთესო მხარეა.გარეგნულად სურათი კარგად გამოიყურება.ხშირად გამოყენებულია შორი რაკურსები,რაც საშუალებას გვაძლევს უკეთესად დავათვალიეროთ და შევაფასოთ იმ სამყაროს თავისებურად თვალისმომჭრელი ხედები,რომელშიც მოქმედება ვითარდება.პეიზაჟები უბრალოდ ძალიან ლამაზია.შექებას იმსახურებს რა თქმა უნდა ისიც,რომ შემქმნელები ამ სილამაზის გადმოცემას რაც შეიძლებოდა ხშირად ცდილობდნენ.ოპერატორებს მთლიანობაში ყოჩაღ,კარგი ნამუშევარი იყო.ვიზუალური მხარე ფილმის ყველაზე ძლიერი ნაწილია.საერთოდ გადაღებას რეჟისორი თითქოს რეალისტურად ცდილობდა,მუსიკა განსაკუთრებით ყურს არ ხვდება,ხმებიც თავის მხრივ დახვეწილია,რაც ფილმის სამყაროს ატმოსფეროს შსექმნაში დიდ როლს თამაშობს.
სხვა დანარჩენი კი რაც ფილმის ვიზუალურ მხარეს არ შეეხება დიდხანს შეიძLება გავაკრიტიკოთ,მაგრამ მოკლედ ვიტყვი როგორც შემეძლება.მსახიობებთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა,თავის საქმეს თავი ყველამ კარგად გაართვა,მაგრამ საქმე იმაშია,რომ ბევრი,ან განსაკუთრებული სათამაშო არაფერი იყო.კი არის მომენტები სადაც პერსონაჟები თავიანთ ემოციებს გამოხატავენ და უნდა ვთვქა,რომ თამაში ამ დროს საკმაოდ დამაჯერებელი იყო,მაგრამ მთავარი პრობლემა აქ ჩემი აზრით მაინც პერონაჟებია.სამწუხაროდ თითქმის ყველა მათგანს სრულიად თავისუფლად შეიძლება სიტყვა''ტიპიური''ვუწოდოთ.საერთოდ ფილმში რამოდენიმე სახის პერსონაჟები იყვნენ.ზოგი მათგანი უბრალოდ არ გახსნილა,რადგან ამისთვის დრო ვერ,ან არ გამოინახა,ზოგი გაიხსნა მაგრამ ისინი ჩვეულებრივი,კლიშირებული და ბანალური გმირები გამოდგნენ,ზოგის გახსნაზე კი მცდელობა იყო,მაგრამ რატომღაც ეს საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს.ავიღებ ერთ მაგალითს.-ჯერემი რენერის პერსონაში.ეს არის ჩვეულებრივი კლიშირებული კაი ტიპიი.1.ის ცოლს გაშორებულია და ცდილობს შვილთან ურთიერთობა დაამყაროს.2.ოდესღაც წარსულში შვილი დაკარგა და ამას დღემდე განიცდის.3.თითქოს ამ თემის განხილვა ადგილობრივ ნაცნობებთან არ უყვარს,მაგრამ რა საკვირველია თავის ტრაგიკულ ისტორიას ორი დღის გაცნობილ ქალს უყვება,რომლის მომართაც რა საკვირველია სიმპათიას განიცდის.4.ყოველთვის მართალია და ყველას რჩევა დარიგებებს აძლევს. ერთი სიტყვით ამით იმის თქმა მინდა რომ არაფერი განსაკუთრებული მასში არაა,რამაც შეიძლება დაგაინტერესოს,ასეთი რამ ბევრ ფილმში გვინახავს.სხვა პერსონაჟზე აღარაფერს ვიტყვი.ელიზაბეტ ოლსენმაც ტიპიური,ძლიერი ქალის სახე შექმნა,რომელიც დროდადრო იარაღიდან ზუსტად ისვრის

ეს არის ა ეს.
უნდა ითქვას ასევე სცენარზე და სიუჟეტზე,აქაც შესამჩნევი პრობლემებია.ეს ძირიტადად უკავშირდება დიალოგებს,რომლებშიც უკვე კარგად ნაცადი,ძველი ხერხებია ჰამოყენებული,რამოდენიმე დიალოგი არაა ცუდი ნამდვილად,მაგრამ ძნელაად თუ დაგამახსოვრდება რომელიმე მათგანი,რაიმე სხვა აზრობრივი გავლენის მოხდენაზე ხომ ზედმეტია საუბარი.არ ვიცი ეს რატომ მოხდა,მაგრამ ფილმის მთელი შინაარსი ძალიან არასტაბილურად და უსწორმასწოროდ იყო წარმოდგენილი.თუ თავიდან ფილმი დეტექტივს გავს,რომელიც ჩვენ დაინტერესებას ცდილობს და დორდადრო იმ პატარ პატარა ლუკმას გადმოგვიგდებს რასაც ინტრიგა ქვია,ფილმის მეორე ნახევარში,როცა უკვე მაყურებელი თავისი ვარაუდების დალაგებას ცდილობს მომხდარის შესახებ-ჰოპ

მაშინვე გვაჩვენებენ მცოირე ფლეშბეკს,რომლიც ზუსტად აღწერს მოხდარ მოვლენებს და დამნაშავის სახესაც ყოველგვარი დაფარვის გარეშე გვიჩვენებს.დიახ ეს რაღაც მართლა ახალია და თავიდან მოულოდნელიც კია,მაგრამ ასეთი მიდგომა მე პირადად არ მომეწონა.საერთოდ ვერც ვხევდავ ამაში ვერანაირ ლოგიკას.მართლა არაა ლამაზი როცა ყველანაირი იდუმალება ერთ წამში იშლება და შემქმნელები დროსი მცირე მონაკვეთში ყველა მოვლენას ერთბაშად ხდიან ფარდას.არა მგონია ვინმე არ დამეთანხმოს,საიდუმლოს აღმოჩნეა ფილმებში უფრო მეტად სასიამოვნოა,როდესაც იგი ნელ ნელა მჟღავნდება და ყოველ წამს უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევს,აქ კი

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს სცენარისტებს უბრალოდ დაეზარათ სიუჟეტისთვის ახალ ახალი დეტალების მოფიქრება.ამგვარ მიდგომას მინუსად არც მივიჩნევდი,მაგრამ დასაწყისში ყველაფერი როგორც ვთქვი უფრო ინტრიგიტ იწყება.მოვლენები საკმაოდ ნელა ვითარდება,დიდი დრო ეთმობა ძიების სხვადასხვა დეტალებს,დანაშაულის ადგილის დათვალიერებას,მოწმეების დაკითხვას და სავარაუდო თეორიებს,რომლებსაც დანაშაულის ჩადენამდე მივყავართ.ბოლოს კი მოქმედების ნელი ტემპი მოულოდნელად ჩქარდება და ერთ წამში საქმე გამოძიებულია.მაშინ რა საჭირო იყო ამდენი დროის დათმობა იმაზე,რაზეც შემდგომ ნორმალურად დაფიქრების საშუალება არ გვეძლევა.ჩემი აზრით ეს არის ეგრედ წოდებული ხრიკი,მაყურებლების დაინტერესების,ჩახლართული და ჭკვიანურად მოფიქრებული სიუჟეტის ილუზიი შექმნის მცდელობა,რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.მთლიანი სურათი ბევრად არაფრით გამოირჩევა ჩვეულებრივი იმ იფფასიანი სცენარიდან,რომესაც დღესდღეობით შეიძლება ნებისმიერ დეტექტიურ ფილმში შევხვდეთ.ასე რომ ძალიან დიდი მინუსი სიუჟეტს და სცენარს.თითქოს ერთადერთი ვინც ნორმალური კინოს შექმნა მოინდომა ოპერატორები და დაამდგმელი რეჟისორი იყო,დანარჩენებმა აშკარად იზარმაცეს.
ასე რომ ვინდ რივერი არის ლამაზი ფილმი,რამოდენიმე კარგად დადგმული ექშენს სცენით,რომლებიც პირადად მე ძალიან მომეწონა,მაგრამ სხვა მხრივ ეს ერთი ჩვეულებრივი ტიპიური ფილმია,სუსტი სიუჟეტით და სცენარიტ,რომელსაც კლიშირებული, ტიპიური პერსონაჟები ემატება.დიალოგები ცდილობენ მთავარი ფილმის სათქმელის გამოხატვას,,მაგრამ აქაც პრობლემები გვხვდება,თემა ზედმეტად გაცვეთილია იმისათვის,რომ ამ უმნიშვნელო მცდელობამ რაიმე შთაბეჭდილება დატოვოს.
7.5/10
This post has been edited by oldfriend on 24 Nov 2017, 23:41