აი მისმინე, მაგის დივიდი ქონდა ჩემს დას ნაყიდი და ყველაფერი კარგად იყო ახსნილი.
მოკლედ, ის ღრუბელი დროს "ატრიალებს" - რაც წარსულში ხდება მომავალში მოხდება და პირიქით. თანაც, რაც უფრო დაცილებული მომავალია, მით უფრო დაცილებული წარსულია.
აი უყურე: ჯერ წამოვიდა მაიმუნი, მერე მარკი და ბოლოს, კარგა ხნის მერე, თავისი ხომალდი დაედევნა.
იმ ღრუბელში გავლისას დრო შეტრიალდა და იმ პლანეტაზე ჯერ ხომალდი ჩამოვიდა (ჩამოვარდა), მერე მარკი და ბოლოს მაიმუნი.
მოკლედ, ხომალდის წევრებმა ამ პლანეტაზე დაიწყეს ცხოვრება და რაღაც პერიოდში მაიმუნები აუჯანყდნენ და დაიმორჩილეს.
ამის მერე გავიდა დიდი დრო და ჩამობრძანდა მარკი და ბოლოში კი ძალიან ხელსაყრელ მომენტში მაიმუნი.
მერე როდესაც დედამიწაზე წამოვიდა, მარკმა ისევ იმ ღრუბელში გამოიარა და როდესაც ჩამოვიდა უკვე მაიმუნები დახვდა.
აქ იგულისხმება, რომ იმ პლანეტიდან წამოსვლის მერე მაიმუნების და ადამიანების თანაცხოვრება მაიცდამაინც არ გამოვიდა და მომავალში იქიდან წამოსულმა მაიმუნებმა მარკს დედამიწაზე ჩამოასწრეს და ხალხის დაპყრობაც მოახერხეს.
ეს ყველაფერი დივიდის გარეკანზე ეწერა.
ხალხი კი ამბობდა (სამართლიანადაც) კარგად გადაღებულ კინოს არაა საჭირო ახსნა-განმარტება დივიდიზე მოყვებოდესო.
მაიმუნების პლანეტის ეგ ვერსია ძალიან ჩავარდა და ალბათ ამიტომაც მთლიანად ხაზი გადაუსვეს და თავიდან შექმნეს ეს ახალი პრიქველი.