რაფტელამდე ელბაფის არკა უეჭველი უნდა იყოს
დიდი საფუძველი აქვს მაგ კუნძულისთვის ოდას მომზადებული
უსოპმა ეგ კუნძული რომ არ მოინახულოს ისე არ დაასრულებს მანგას
ბიგ მამაც ალბათ უფრო მაქ დამარცხდება...
თან წინა არკაში გიგანტების ახალგაზრდა პრინცი ლოკიც ახსენეს და შანსი არ არის არ გამოაჩინოს ეგ ოდამ
+ ამას ერთი მცირე არკა რევოლუციონერებზე და ვეგაპანკზეც ხომ უნდა იყოს
ნუ, მერე რაფტელი სადაც BB-ს დაუპირისპირდებიან
და ბოლოს საბოლოო ომი WG-სთან
4 არკა მინიმუმ დარჩენილია და ახლანდელი შუამდე ძვლივს არის მიყვანილი
ფიზიკურად გამორიცხულია 5 წელიწადში დაასრულოს. ყველაზე კარგ შემთხვევაში მაგ დროისთვის ლუფის გზა დასრულდება მეკობრეების მეფობამდე და საბოლოო ომიღა დარჩება... ახსენა კიდეც მგონი წელს ოდამ ინტერვიუში რაღაც მსგავსი, რომ, თითქოსდა, 5 წელიწადში ლუფის ოცნების განხორციელებას გულისხმობდა
მაგრამ რას გაუგებ... 5 წელი სულ არ უნდა გაგრძელებულიყო მანგა მისი თავდაპირველი გამოთვლებით
ასე მოკლე მონაკვეთში თუ მთლად ბლიჩს არ მიბაძა ისე შეუძლებელია დაასრულოს
და მაგას კიდე არც ოდა იკადრებს და არც ჟურნალი აიძულებს მალე დაასრულეო