ბავშვურობაში, არასერიოზულობაში და კლიშე სცენებში ნამდვილად ახლოსაც ვერ მივა FMA-სთან
საბედნიეროდ

ზოგადად ძალიან არასწორი შესადარებელია, FMA არის კარგი შონენი, გათვლილი 15-16 წლის თინეიჯერებზე - AOT კიდევ უნიკალური ამბავია, რომელსაც პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ნარატივი გასდევს თითქმის ყველა სერიაში. კაცობრიობის ისტორიის ერთი ჭრილი, შეძლებისდაგვარად მოკლედ ჩატეული 140 თავში, ძალიან მაღალი დონის ორიგინალურ ფენტეზად შეფუთული. ნუ, რა თქმა უნდა, არის ეპიკა და საკმარისზე მეტი ფენტეზიც ზოგჯერ, მაგრამ ეგეც ხო უნდა გაიყიდოს, ანიმეა მაინც საბოლოოდ.
AOT-ის ერთადერთი მინუსი არის პერსონაჟები (ერვინი, გრიშა, ზიკი, რაინერის გარდა სრული სანაგვეა

), თუმცა ეგ ზოგადად ყველა ანიმეს მინუსია, რაც მინახავს. იშვიათია, რომ ანიმეს მაღალი დონის პერსონაჟები ჰყავდეს სტაბილურად, 1-2 გამონაკლისის გარდა. მაგალითად, Monster-ის იოჰანი საუკეთესოა, იაგამი ლაითიც, ოღონდ სადღაც 20-25 სერიამდე, მერე ეგეც ედუარდ ელრიკის დონე გახდა

FMA რომ ბავშვურია, არ ნიშნავს რომ ცუდია, უბრალოდ თავისი ასაკი და აუდიტორია ჰყავს და იმის იქით ხარისხზე პრეტენზია აღარ აქვს. რისთვისაც დაიწერა, იმას აკეთებს კარგად

ზუსტად მაგიტომ არის N1 რეიტინგებში, თავისი აუდიტორიის მიერაა აბუსტული. ანიმე-მაყურებლების უმეტესობა მაინც მაგ ასაკისაა, ძირითადად. თუმცა, ამდენი არადამაჯერებელი და ბანალური სცენა, საეჭვოა, რომ თუნდაც 10 წლის წინაც ვერ შემემჩნია.
Monster, AoT, Evangelion და მაგ კალიბრთან შედარებაც არ განიხილება უბრალოდ, რადგან სხვადასხვა რამეა. აი კოდ გიასს შეიძლება შეადარო, მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრად სერიოზულია, მაინც ბევრი იყო იქაც არადამაჯერებელი და კლიშე სცენები დასასრულამდე. ნუ, დასასრულით N1-ა კოდ გიასი, ორი აზრი არ არის. ვნახოთ, FMA რას იზამს ბოლოში, კი ავედი ამასობაში 41 სერიაზე.
This post has been edited by tokuna11 on 4 Jun 2021, 00:39