პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ გარემო იყო უდედისმტყვნელესი

თუკი მაკულატურაში 90-ების ლოს ანჯელესელ განგსტერებთან ერთად "ვისეირნეთ" და დრო ვატარეთ, ამ შემთხვევაში 60-70-ების ჰოლივუდელ მსახიობებთან ერთად
გავატარეთ დრო და რაღაც პონტში დავიჭირეთ ის ყოველდღიურობა რომელიც აგერ უკვე 50 წლის შემდეგ საერთოდ სხვა კულტურას და ცხოვრების სტილს შეიძლება წარმოადგენდეს..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მაგრამ განსხვავება რა არის, მაკულატურა კონკრეტული სცენარის გარშემო ვითარდება და მხოლოდ გარემო არ არის, პრინციპში მაშინდელ კინომოყვარულებს არც დააკმაყოფილებდათ ვინსენტ ვეგას
და ჯულს ვინფილდის ყოველდღიურობა, რადგან იმ მომენტში თვითონაც სადღაც "იქვე" ცხოვრობდნენ, მაგრამ 2020 წელს 1970 წლის ლოს ანჯელესი და გარემო იმდენად საკმარისია, რომ სცენარის საჭიროებას
საერთოდ ვერ ვგრძნობთ - ვუყურებთ 2.5 საათი და ვტკბებით თითოეული მომენტით თუ კადრით, რომელიც რეჟისორმა ჩვენთვის გამოიმეტა

ტარანტინო ამავდროულად გარკვეული ნოსტალგიის სურნელსაც გვიტოვებს იმ ძველი დროის მიმართ, რომელსაც როგორც თვითონ აღნიშნავს დღევანდელს ამჯობინებს.. "any time before cellphones"
და შეიძლება ჩემთვის იყო სიმბოლური, მაგრამ სწორედ ამ ისტორიის შეცვლა და შერონ ტეიტის გადარჩენა მის ბავშვურ სურვილად შეგვიძლია აღვიქვათ რომ გაექცეს რეალობას და იგივე 2020-ს ლოს ანჟელესს

რავი კიდევ რა შეიძლება ითქვას, სიამოვნებით ვუყურებდი ალბათ მეორედ, ისევ კინოში
This post has been edited by donlego on 15 Aug 2019, 19:11
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი