ბახმაროში ვიყავით ასულები და დიდთოვლობის გამო ტყვებად ვიქეცით უმშვენიერეს ბუნებაში.
ცოტა მოსაწევი გვქონდა და რაც მთავარია ჩემ მეგობარს ძველი დივიდი აღმოაჩნდა კოტეჯში და საკმაოდ მოზრდილ ეკრანზე მათრობელა ბალახით მთვრალნი გადავეშვით კინომატოგრაფიის სამყაროში.
რამოდენიმე " ბაევიკს" ვუყურებთ როგორც ჩემ ბავშვობაში ვამბობდით ხოლმე. უცებ ტარანტინოს ფილმების კოლექცია გააძრო ჩემმა ძმობილმა, სამტრედიის ბაზრობაზე ნაყიდი და ეს ფილმიც არ შემოგვეფეთა. მიუხედავად იმისა, რომ ნანახი მქონდა და დიდად არ მოვხიბლურვარ თავის დროზე, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია, როდესაც ჩემმა მეგობარმა
დივიდის ძველი პულტის მეშვეობით, სწორედ ერთხელ ჰოლივუდში ამოიღო მიზანში.
ვერ ვიტყვი, რომ ფილმის დამთავრების შემდეგ რადიკალურად შეცვალა ჩემი შეხედულება ამ ფილმზე, თუმცა შედარებით უფრო მომეწონა, ვიდრე მაშინ, როდესაც ახალ გამოსული იყო და მეც გაციება არ ვაცალე, ეგრევე მივირთვი.
წინა გვერდებს გადავავლე თვალი, მათ შორის ჩემ კომენტარებსაც გადავხედე და რაღაცების გადაფასება მოხდა, ნუ ზოოგიერთებს ისეთები უწერიათ ამ ალტა ინფოს გადამკიდე, რომ მართლა სიბრაზის მართვა მიჭირს ))) რა ანტი ლიბერალური ფილმი და რა ამერიკის გამოღვიძება

ტარანტინო თავად გახლავთ გაქანებული ლიბერალი და კონსერვატორების მიმართ არც ისე კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევა. ტიპი იმით ამაყობდა რესპუბლიკურ პარტიას ხმას არასოდეს ვაძლევო. მომინდომეს აქ ამერიკული ალტა ინფოს ლიდერად ქცევა ტარანტინოს. გარდა მაგისა- კვენტინა არ იღებს მსგავს ალეგორიულ ფილმებს, მისი ფილმები არის კინოზე,სადაც ღმერთი არის თავად და ისტორიული ფაქტების თავისებურ ინტერპრეტაციას ახდენს. უბრალო ენით რომ ვთქვათ, კინომატოგრაფია ადამიანებს აძლევს საშუალებას ალტერნატიულ ისტორიაში მოგზაურობის.
ამ ფილმში ტარანტინომ მაყურებელს მოჰკიდა ხელი და იმ ეპოქაში გადაისროლა, რომელ ეპოქის ფილმებზე თავად გაიზარდა. ხოდა, ეს ის დროა, როდესაც ამერიკული კინოს სიამაყე ვესტერნების ეპოქა დასარულს უახლოვდება. ჰოლივუდში ახალი ეპოქა შემოგრიალდა.
გარეთ სექსუალური რევოლუცია მიმდინარეობს, იქეთ ჰიპები ბობოქრობენ და ეს ყველაფერი,რა თქმა უნდა აისახება ჰოლივუდზე. ვესტერნების ვარსკლავები, ისევე, როგორც თავის დროზე მუნჯი კინოს ვარსკვლავები, იბრძვიან გადარჩენისთვის. ძველი დიდების დაკკარგვას ვერ ეგუებიან და ამაოდ ცდილობდნენ ახალ ეპოქაში იპოვნონ თავიანთი ადგილი.
დიკაპრიოს გმირი დეპრესიაშია და ხვდება რომ მისი დრო წავიდა, თუმცა არ სურს რეალობის მიღება. ტარანტინომ აჩვენა მომაკვდავი ჟანრის ვარსკვლავი, რომელიც იმ სამყაროსთან ერთად კვდება, რამაც აქცია იმათ რაც არის. თითქოს აღარ არის გადარჩენის გზა. მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიოს გმირი საკმაოდ კარგი მსახიობია, მას ქვეცნობიერად აღარ სჯერა რომ ის ვინმეს მაინც სჭირდება. ფინალში ტარანტინო აჩვენებს, რომ დიკაპრიოს გმირი შეიძლება გადარჩეს. რაც შეეხება ბრედ პიტის გმირს, თავის მასკულინური ენერგიით და რაინდობით რომ გამოირჩევა: ტარანტინომ პატივი მიაგო ყველა დუბლიორებს, რომელთა სახელები თითქმის არავინ იცის, მაგრამ მათ გარეშე კინო სამყარო არ იარსებებდა. ჩრდილში არიან, მაგრამ ყველაზე დიდ საქმეს სწორედ ისინი აკეთებენ. საფინალო ხოცვა- ჟლეტაში, სწორედ ბრედის
გმირი გააკეთებს მთელ საქმეს, უბრალოდ დიკაპრიოს გმირის გამოსვლა უფრო ეფექტური ჩანს, როგორც ეს კინოში ხდება ხოლმე.
მოკლედ, ორი კინო ეპოქის შეჯახებაზეა ეს ფილმი. ერთმა მეორეს ადგილი უნდა დაუთმოს და მაგას თვით ტარანტინოც ვერ შეცვლის, უბრალოდ იმ ძველმა ეპოქამ ბოლო ბრძოლა უნდა ჩაატაროს, სანამ თავის მემკვიდრეობას გადააბარებს ახალ ეპოქას. საბოლოოდ ძველი ეპოქა ბოლომდე არასოდეს მოკვდება და ის ყოველთვის იქნება ჰოლივუდის მცველი! კინოსამყაროში სადაც ღმერთი ტარანტინო არ დაუშვებს იმას, რომ ისეთი სილამაზე მოკვდეს, როგორიც შერონი იყო, მას სიცოცხლეს აჩუქებს ისევე როგორც ძველ კინოსამყაროს ჩუქნის ხოლმე თავის ფილმებში, ხოდა ბოროტება ვინ უნდა დაამარცხოს ? რა თქმა უნდა, ბავშვობის ვესტერნების გმირებმა.
რაც შეეხება ჰიპებს და ბრუს ლის. კვენტინი კლიშებს ებრძვის და ამიტომ გვაჩვენა ისინი სხვა კუთხით. ჰიპები არც ისეთი კარგი სასტავი იყვნენო, ხოლო ბრიუს ლის მომენტში ზედმეტად რომ
ჰყავენ გაკერპებული მაგაზე გაიღადავა. ანუ, მართლა რომ ჰგონია ხალხს, თითქოს ბრუს ლი ყველას სცემდა. ისე რეალური ფაქტია, ბრუს ლი მართლა იყო ეგეთი წარმოდგენების საკუთარ თავზე რაც რამოდენიმეჯერ ძვირად დაუჯდა. ასევე, ტარანტინო იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ბრუს ლი ამერიკელ კასკადიორებს დასცინოდა. მოკლედ, რა თქმა უნდა არანაირი ანტი ლიბერალური იდეების გაჟღერების მცდელობა არ ჰქონია კვენტინს, უბრალოდ სტერეოტიპებზე ღადაობს, ისევე როგორც მთლიანად ფილმში.
საბოლოო ჯამში, ცუდი ფილმიაო ამაზე რომ თქვა ისეთ ცოდვას ჩაიდენ, რომელსაც კინომატოგრაფიის ღმერთები არ გაპატიებენ და ვერც შენ აპატიებ საკუთარ თავს კინოსამყაროს უფრო უკეთ რომ შეიცნობ, მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ ისეთი უდიდესი ფილმი არ არის, რომ თქვა ამისთვის ღირდა სიცოცხლეო.
ტარანტინოს ტოპ 3 ფილმშიც არ არის, შეიძლება ტოპ 5 არ შეიყვანო კაცმა.