სანამ 49-ს ვუყურებდი, მინდოდა გამეხსენებინა ორიგინალი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ ვნახე და აღარ მახსოვდა.
მაშინ არ მომეწონა. ნუ ვნახე ახლიდან და ვერანაირი აღფრთოვანება ვერ დავინახე. ზედმეტად ნელი ფილმია, ზოგიერთი მომენტები გაწელილი, მაგრამ ვეცადე ყურადღება არ მომედუნებინა. ისე რიდლი სკოტის მომავლის აღქმა ცოტა გამაღიზიანებელი, ხმაურიანი და ანარქიულია. ყოველშემთხვევაში უცხოზე და ა.შ ამას მინუსად ვერ ჩავთვლი.
ყოველ დროსა და სივრცეში, შესაბამისი შეხედულებათა სისტემაა. ალბათ 83 წელს რომ მენახა ეს ფილმი, აღვფრთოვანდებოდი. ახლა კი ყველაფერი სხვაა, არ შემიძლია მაშინდელი ინოვაციები, დღესაც ინოვაციებად ჩავთვალო. რათქმაუნდა არ არის ცუდი ფილმი, მაგრამ მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ და ვერც ვერასდროს დავინახავ. ალბათ ცოტა უფროსები სხვანაირად შეხედავენ ამ ფილმს.
ვნახოთ რა იქნება რანერ 2049.
7/10
(IMG:
https://img.forum.ge/JWinQi3UigQb.jpg)