უბრალოდ არ ვიცი რა დავწერო ამ ფილმზე. ასეთი ძლიერი სექუელი ბოლოს როდის ვნახე, წარმოდგენა არ მაქვს.
ამ რეჟისორს ერიველის შემდეგ დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ეს სასწაული რაღაც შექმნა, ყველაფრისგან განსხვავებული. ყველაფერი საუკეთესოს შერწყმა იყო.
ბოლო რამდენიმე თვეში, პირველად ვინანე, რომ არ წავედი კინოთეატრში და IMAX-ის ეკრანზე არ ვნახე. ორმაგს გადავიხდიდი, ახლა უკან რომ დამაბრუნო.
გოსლინგზე საერთოდ ცუდი როგორ უნდა თქვა ამ ფილმში, ვერ ვხვდები.
ვისაც არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ შეინახოთ ერთ დღეს 2.45 საათი და ამ ფილმზე გამოიყენოთ.
9/10