მოკლედ აგერაა ჩემი შეფასება სპოილერების გარეშე, ვისაც გაინტერესებთ:
პირველ რიგში ვიტყვი რომ ამ ფილმს ვერ შევიყვან MCU-ს საუკეთესო ორიჯინებში. აი დაახლოებით პირველი ტორის დონეზეა, პლუს მინუს ცოტა.
მოულოდნელად, ფილმის ყველაზე კარგი ნაწილი მისი სიუჟეტია, განსაკუთრებით მათ გაუსწორდებათ, ვინც ჩემგან განსხვავებით ფილმის გამოსვლამდე მიკროსკოპით არ აკვირდებოდა ყველა დეტალს და ათას შესაძლო თეორიას. ფილმში საკმაოდ ბევრი მოულოდნელი სიურპრიზია, და ეს მხოლოდ სკრულების გარდაქმნას არ ეხება (ისე კი საკმაოდ საინტერესო იყო ხოლმე იმაზე ფიქრი, კონკრეტულ მომენტში ეს ეხლა სკრულია თუ ნამდვილია

). ასევე რამდენიმე საინტერესო მეორეხარისხოვანი პერსონაჟი იყო, ფიური საუკეთესოა ფილმში. იუმორი ტრადიციულად კარგი იყო.
კარგად არის ნაჩვენები კეროლის გარდაქმნა, მისი თავდაპირველი შესაძლებლობებიდან მაქსიმუმალურ ლეველზე (

) ასვლამდე.
მინუსებს რაც შეეხება: სამწუხაროდ ბრი ლარსონს ქარიზმა დააკლდა, შესრულება თითქოს კარგია, მაგრამ აი რაღაც აკლდა რა. ასევე კრის ხალხის და მთლიანობაში მათი დედაქალაქის და ზოგადად მათი სამყაროს ჩვენება არ იყო ისეთი დეტალიზირებული და გახსნილი, რომ შეგვძლებოდა კარგად დაგვენახა და გვეგრძნო ატმოსფერო, რაც მაგალითად გვარდიანებში დიდებულად იყო გაკეთებული.
ასევე არ მომეწონა კოსტუმები, განსაკუთრებით კეპ მარველის, თითქოს რაღაც იაფფასიანი სერიალიდან იყოს გადმოღებული.
დანარჩენი სპოილერში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ის, თუ როგორ აჩვენეს სკრულები ამ ფილმში, ფაქტიურად გამორიცხავს secret war-ის გამოსვლას მომავალში, არადა მეც და ბევრსაც დიდი იმედი გვქონდა, რომ ევენჯერების მერე დიდი ჯახი სწორად ამ თემაზე იქნებოდა.
ასევე იმედი მქონდა რომ ფილმის დასასრული და კერძოდ ის, თუ რას ნიშნავდა ის პეიჯერი და რატომ არ ჩანდა არსად კეპ მარველი ამდენი ხანი, ცოტა უფრო ჩახლართული და ასე ვთქვათ, სიურპრიზი იქნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა და ფაქტიურად პირველი და მარტივი თეორია, თუ რატომ არ იყო კეროლი ამდენი ხანი და რისთვის იყო საჭირო პეიჯერი, ის აღმოჩნდა ფილმშიც.
ასევე კეპ მარველის უფრო ეპიკურ დაბრუნებას ველოდებოდი ენდგეიმში, მაგრამ როგორც ფილმის ბოლოს ვნახეთ, არც ისეთი შთამდეჭდავი დაბრუნება გამოვიდა

ასევე პატარა იმედი მქონდა რომ იმ ორი თეორიიდან ერთი მაინც გამართლდებოდა: ის რომ კეპ მარველს ქვანტური სამყაროს საშუალებით დროში გადაადგილება შეეძლო და მეორე, ყველაზე mind blowing თეორია რომ ფილმის მსვლელობისას გაირკვევოდა, რომ კეპ მარველი წარსულიდან კი არა, სინამდვილეში მომავლიდანაა, და წარსულში იმისთვის აღმოჩნდა, რომ ტანოსის ნამოქმედარი გამოეწსორებინა, მაგრად დროში გადაადგილების გამო არაფერი ახსოვდა