კიანუ რივზი ოფიციალურად შევიდა უკვე მარველის კინო-სამყაროში,რაც შეეხება როლს,რომელსაც ის მოირგებს..
ლონდონში გამართულ Far From Home ის პრემიერაზე ,მარველის პრეზიდენტს კევინ ფაიგის დაუსვეს კითხვა კიანუსთან დაკავშირებით რაზეც ფაიგიმ შემდეგი პასუხი გასცა : მან თქვა,რომ ყოველი ფილმის გადაღების დროს ფიქრობდნენ კიანუს კანდიდატურაზე და იწვევდნენ რაიმე როლისთვის მაგრამ უარს იღებდნენ აქამდე.., სტუდია არ ჩქარობს რაიმე ოფიციალურად განცხადების გაკეთებას კიანუს როლთან დაკავშირებით თუმცა უკვე განიხილება ''მარადიულებში'', ''ნოვაში'' რიჩარდ რაიდერის როლზე, ''მთვარის რაინდის'' და ''ვერცხლისფერი სერფერი''
მარველი საერთოდ კიანუს ყველა როლზე განიხილაავს, მთავარია სწორედ შეურჩიონ როლები რივზს, განაცხადა მარველის პრეზიდენტმა კევინ ფაიგმა.. რომელმაც როგორც იქნა დაითანხმა კიანუ მარველის სამყაროში შემოეყვანა.
* * *
ჯოლი, ბულოკი, რივზი და ჰაიეკი შესაძლოა მარველის ფილმში ერთად ვიხილოთ
ანჯელინა ჯოლი, სანდრა ბულოკი, კიანუ რივზი, სელმა ჰაიეკი, რიჩარდ მადენი, ჩარლი ჰანემი — თუ ამ მსახიობების სახელებს გადავხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარველი შურისმაძიებლების ახალ რაზმს აყალიბებს.
დიახ, სწორედ ეს დიდებული მსახიობები შეიძლება ვიხილოთ მარველის ახალ ფილმში The Eternals.
ამ ეტაპზე როლებზე უკვე დამტკიცებულები არიან ჯოლი და კუმელ ნანჯიანი, დანარჩენ მსახიობებთან კი გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფილმს მხედრის რეჟისორი ქლოია ჟაო გადაიღებს.
რაც შეეხება ფილმს, ის სელესტიალების მიერ დედამიწის მოსახლეობის მცირე ჯგუფზე ჩატარებულ ექსპერიმენტზე მოგვითხრობს, რომლითაც მათ კოსმიური ძალის ნაწილი უბოძეს. სწორედ ეს ადამიანები გახდნენ ეთერნალები და ჩვენი პლანეტის დამცველები.
მეორე მხრივ სელესტიალებმა შექმნეს დევიანტები, საკუთარი მოხმარებისთვის, მაგრამ არსებებმა მუტაცია განიცადეს, ერთგვარი კულტი შექმნეს და ახლა დარწმუნებულები არიან, რომ დედამიწა მათი საკუთრებაა.
This post has been edited by wick19 on 7 Jul 2019, 19:32
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)