https://www.imdb.com/title/tt1727824/
რამდენადაც კარგი შეიძლება ყოფილიყო ეს ფილმი, იმდენად უგულოდაც არის გაკეთებული
ფაქტების და სიმღერების ქრონოლოგია იმდენად არის არეული, რომ ნებისმიერი აზრი/შინაარსი რაც შეიძლება ამ ფილმს ჰქონოდა, დაიკარგა.
დაიკარგა იმიტომ, რომ ასეთი აღრევის შემდეგ უკვე ყალბია ეს ყოველივე, აცდენილია. გამოგონილია ბევრი რამ.
ცხადია, ეს დოკუმენტური ფილმი არ არის, რომ სრული სიზუსტე მოითხოვო. მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ასე გასცდე რეალობას.
ნამდვილი უნდა დატოვო; ის რაც აკლია, ის უნდა შეავსო.
მაგრამ არ შეცვალო !
არ შეცვალო ასე !!!
შედეგად რაც დარჩა, არის უაზრო ფილმი, შტამპით აწყობილი დიალოგებით, რომელიც ფრედი მერკურის ცხოვრებაზე არის მორგებული.
ძალიან უკმაყოფილო დავრჩი.
6/10