Escape Room (2009) -
https://www.imdb.com/title/tt5886046/?ref_=nv_sr_srsg_0
როცა ისეთი ფილმის ყურების ხასიათზე ხარ, რომელშიც ადამიანთა ჯგუფს რაღაც Puzzle-ს მისცემენ და მთელი ფილმი ამ Puzzle-ის ამოხსნის პროცესს ეთმობა და თანაც ამ პროცესისას ნელ-ნელა მცირდება პერსონაჟთა ოდენობა მათი სიკვდილიანობის მაღალი ხარისხის გამო, მაშინ წავა. მე წესით თქვენზე პრეტენზიული მაყურებელ/შემფასებელი ვარ და წესით თქვენ არ მოგაწყენთ ეს ფილმი.
ათბალიანი სისტემით შეფასებას ნუ მომთხოვთ, გააჩნია რომელ ჭრილში, რა კუთხით და რა ხასიათზე მყოფნი განვიხილავთ

The Good Neighbor (2016) -
https://www.imdb.com/title/tt2262315/?ref_=nv_sr_srsg_0
სკუკატა. ორი თინეიჯერი როგორ უჩალიჩებს მოხუცს რაღაც ფსიქოსადისტობას, რომელსაც ექსპერიმენტს არქმევენ და ამართლებენ იმით, რომ ეს მოხუცი ამას იმსახურებს. ფილმი ძირითადად ამ ორი თინეიჯერის დიალოგების ირგვლივ ტრიალებს, მთლიანობაში ვერც ვერანაირი სარგებელი მომცა და არც არანაირი სიამოვნება არ მოუნიჭებია ამ ფილმს, თუ გნებავთ, გარისკეთ. ჩემთვის უბრალოდ დიდ ტანჯვასთან ასოცირდება ისეთი ფილმის ყურება, რომელიც არ მომწონს.
Vacany (2007) -
https://www.imdb.com/title/tt0452702/?ref_=nv_sr_srsg_0
ცოლ-ქმარი სასტუმროში გაჩერდება და აღმოჩნდება რომ ეს არც ისე კარგი აზრი იყო. მინახავს დაახლოებით მსგავს შინაარსზე აგებული ფილმი (Identity) რომელიც საინტერესო საყურებელი გამოდგა, თუმცა პირადად ჩემთვის ეს ფილმი ვერ გამოდგა საინტერესო. არაფერი მოულოდნელი, არაფერი ორიგინალური.
Snowpiercer (2013) -
https://www.imdb.com/title/tt1706620/?ref_=nv_sr_srsg_0
დედამიწა გაიყინა და გადარჩენილი ადამიანები ერთ მატარებელში არიან შეყუჟულნი, რომელიც მუდმივად მოძრაობს ერთ დიდ წრეზე. ამ მატარებელში ხალხი კლასებადაა დაყოფილი, წინა ნაწილში ზედა ფენა, უკანა ნაწილში ქვედა ფენა. არაადამიანური მოპყრობით დაბალი კლასი რა თქმა უნდა არაა ბედნიერი და რევოლუციის მოხდენას გეგმავს. სიმბოლისტური ფილმია, კარგად ასახავს როგორაა ყველაფერი მოწყობილი და რამდენადაა რეალურად რამის შეცვლა შესაძლებელი. მე მომეწონა.
Heavy is the head that wears the crown, always someone plotting to take you down.
თუ რამეა, კარგად ვარ. მომბეზრდა და გავაუქმე.