ხვალ უკვე გვეცოდინება "ოქროს გლობუსის" ნომინანტების სია, იმედია საკაიფოდ მოთელავს ჯოკერი ოსკარებამდე...
NeuroFunkმეც მასე ვფიქრობ... "weed" მდგომარეობაში ვუყურებდი ფენიქსის პერფორმანსებს, ჯერ ისე ხო მაგიჟებდა, მას შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი რა ფენომენია... უბრალოდ თითოელ სიტუაციას დეტალურად და თავისებურად გრძნობ, ერთი-ერთში არტყავს პერსონაჟის ხასიათს...

ჩემთვის მეორე მსგავსი ტალანტით დაჯილდოვებული ტიპი - კრისტიან ბეილია... უმაგრესია.
ნუ, აქ ხო რეჟისორი სასწაულ გარემოს ქმნის, შორიდან მომავალი ბავშვის ტირილის ხმა, სივრცე და მასში მყოფი სიჩუმე, ამ ყველაფერთან ერთად გამვლელი ქალების შემაწუხებელი ფეხების ბაკუნი და ამ ყველაფერს ფენიქსის პერსონაჟი ისე გრძნობს, თითქოს იგივე პრობლემით იტანჯებოდეს, როგორც მისი პერსონაჟი, ფრედი.
https://www.youtube.com/watch?v=JeBRvbwE1k8&t=145sრესტორანში შესვლიდან დაწყებული, ვხედავთ პერსონაჟის დაბნეულობას, ოფლიანობას, ხალმხრავლობით გამოწვეულ უხერხულობას, ერთ მომენტში ტელეფონის ამოღება და დარეკვაც კი სცადა, სად ხართ აქამდეო

... ნუ, კაროჩე ფენომენია და მადლობა ღმერთს, ასეთი მსახიობები, რომ არსებობენ.
This post has been edited by GeorgeWayne on 8 Dec 2019, 16:39