#61719543 · 24 Nov 2024, 21:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hermyon
QUOTE | რავი მეფარას შეიძლება გაუსწორდეს |
გუშინ ვიხილე ჯოკერის მეორე სერია, ისეთი ნეგატიური შეფასებები ჰქონდა რომ რაღაც აბსოლუტურ აბსურდს ველოდებოდი, ცხადია უნაკლო არაა, ნაკლიც მხოლოდ გემოვნების საკითხია, რომ ამდენი მუსიკა გადამღლელია. ვიცი რეჟისორს რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაყურებელი მოეყვანა კოგნიტიურ დისონანსში, შეპირისპირებოდა სიმშვიდის მომგვრელი მუსიკა განგაშს, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ეს ილეთი სადღაც მომბეზრდა. მაგ მომენტში ტელეფონში ვიხედებოდი სანამ მუსიკალური ნომერი არ დასრულდა, რომელიც ნარატივს უკვე აღარაფერს მატებდა. ტოდ ფილიპსი უფრო მეტად ენდო მაყურებლის ინტელექტს რომელიც სამწუხაროდ ისეთი გაუხშოებულია რომ ასეთი ოპტიმიზმის უფლება არ ჰქონდა. ფილმი უდავოდ ძალიან ძლიერია, უახლოეს მომავალში კიდევ ვიხილავ და არ გამოვრიცხავ განხილვა ჩავწერო. ხოაკინ ფენიქსი მეორე სერიაში ბევრად უფრო რთულ სამსახიობო ამოცანებს ასრულებს, მე ვერც წარმომიდგენია უკეთესი მსახიობობა რა არის. მაგრამ ეს გენიალური შრომა წყალში ჩაუვარდათ, იმიტომ რომ ფანსერვისი არ შეასრულეს, ამ ფილმში არ იგრძნობა რომ ეს სწორედ ის ჯოკერია რომელიც გოთემს ჯოჯოხეთს მოუწყობს, მეტისმეტად ადამიანური და საყვარელია. ფილმი კი შიზოფრენიული ბოდვების კალეიდოსკოპია, ყველა მუსიკალური ნომერი ხომ მისი ჰალუცინაციაა, შეიძლება ვიფიქროთ რომ სასამართლოც ჰალუცინაციაა, მაგრამ გამომდინარე ფაქტიდან რომ პროკურორი იყო თავად ჰარვი დენტი რომელიც ართურს ვერაფრით ეცოდინებოდა ვინ იყო, სასამართლო მართლაც შედგა, შედგა გაქცევაც, მაგრამ მიიღო უარი გამოგონილი სატრფოსგან რომელმაც უთხრა რომ მან რწმენას უღალატა როცა თქვა რომ ჯოკერი არ არის. ამის შემდეგ მას ისევ ელანდება რომ არკჰამის საგიჟეშია და კლავენ, როგორც ეს მანამდე ზმანებაში იხილა. ეს ფილმი ბევრად უფრო რთულ ამოცანას გვაწვდის ვიდრე ეს ვიხილეთ ქრისტოფერ ნოლანის "დასაწყისში". ეს ფილმი არის ტრაგედია, როგორც წარმოდგენილი ისტორიით ასევე შედეგით, იმიტომ რომ ის გენიალურია, მაგრამ დაუფასებელი!
This post has been edited by mepar on 24 Nov 2024, 21:44
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|