
ძალიან მაგონებს ეს ფილმი ეშერის ამ ნახატს.
მათემატიკური, სიმეტრიული პარადოქსი, ხელოვნება რომელიც ეფუძნება ფიზიკის თეორიას. გრანდიოზული, უმწიკვლოდ შესრულებული, მაგრამ განყებებული. (ასევე ფილმის ციკლური ხასიათი, როცა დამიანები მიდიან წინ დროში, მაგრამ ამავე დროს მიდიან უკან დროში, კიდევ უფრო ზრდის ამ ნახატთან შესატყვისობას, ასევე ისიც გავიხენოთ რომ მსგავსი დიზაინის კიბეები ნოლანმა ინსეფშენში გამოიყენა).
ფილმის სახელი, Tenet - პალინდრომია, ანუ სიტყვა რომელიც ერთნაირად იკითხება წინიდანაც და უკნიდანაც. ეს სახელი არის მინიშნება ფილმის ბოლო სცენაზე, სადაც ე.წ. temporar pincer არის გამოყენებული, როცა შემტევი რაზმის ერთი ნაწილი მიდის დროში წინ - ქაუნთდაუნი 0 წუთადან 10 წუთამდე, და მეორე ნაწილი მიდის დროში უკან - ქაუნთდაუნი 10 წუთიდან 0 წუთამდე. TeneT. შემდეგ ირკვევა რომ მთლიანი ოპერაცია, ანუ მთლიანად ფილმიც არის temporar pincer, (თავად პროტაგონისტის მიერ დაგეგმილი), სადაც პროტაგონისტი მოქმედებს როგორც ჩვეულებრივი რაზმის წევრი და ნილი მოქმედებს როგორც ინვერთედ რაზმის წევრი.
მეტიც, მთლიანად ფილმია პალინდრომი. (გარკვეულწილად). ფილმის პირველი ნაწილი მიდის დროში წინ - კიევის ოპერის ოპერაციიდან იმ მომენტამდე როცა სატორი თავის ცოლს ესვრის. ფილმის მეორე ნაწილი კიდევ მიდის უკან ამ მომენტიდან ციმბირში ოპერაციამდე, რომელიც კიევის ოპერის ალყას ემთხვევა დროში.
ტენეტი არის ნოლანის ჯეიმს ბონდის ვერსია. ოღონდ აგენტი 00700
ეხლა არა მგონია რომ ვინმე ბონდს ღრმა ფსიქოლოგიური წიაღსვლების გამო უყურებდეს. პერსონაჟები არ არის განვითარებულიო, რომ მოითხოვო, იგივეა რომ მაკდონალდსში შეხვიდე და დაიჩივლო - თეთრი ტუქსედოთი გამოწყობილი, წელში გაჯგიმული ოფიციანტები რად არ ყავთო.
მითუმეტეს რომ ტენეტი არის ძალიან ჭკვიანური, სკურპულუზულად დაგეგმილი და გადაღებული ფილმი, სადაც უბრალოდ დრო არ რჩება პერსონაჟების ბექსტორისათვის. როგორც ეშერის ნახატები.
როგორც ბონდის ფილმი, ტენეტი ყველაზე უკეთესია ამ ჟანრში - (ვიდრე ნებისმიერი ბონდი ან მიშენ იმპოსიბელი). ყველა ჟანრული ელემენტია - საოცარი გადაღება, მინიმალური კომპ გრაფიკით. უნიკალური ხელჩართული ჩხუბის სცენები, მანქანით დევნები, ჯგუფური სამხედრო მანევრები, ფერადი ლოკაციები მსოფლიოს გარშემო, უმწიკვლო შარვალ კოსტიუმები, ძალიან მაგარი აქტინგი, უმაღლესი ხარისხის მუსიკალური ფონი, ენამახვილი ვან ლაინერები. და ეს ყველაფერი არის შეფუთული ამ უნიკალურ პარადოქსალურ ფიზიკურ და მეტაფიზიკურ რეალობაში.
მოკლედ ეს ფილმი არის ის, რაც კიმემატოგრაფიას ხდის ჯადოსნურს - განსხვაებული ყველაფრისგან, რაც კი გვინახავს ამ მედიუმზე. გრაუნდბრეიკერი და შედევრი.
(სხვათაშორის პლოტ ჰოულები გაცილებით ნაკლებია ვიდრე ნებისმიერ სუპერ-აგენტის ფილმში, თუმცა ზოგადად ინვერტული ობიექტების რეალურ ობიექტებთან კავშირი არის ცოტა ნაცრისფერი ტერიტორია. მაგალითად როგორ მართავს მანქანას შებრუნებული პროტაგონისტი და რატომ იქცევა თავად მანქანა როგორც შებრუნებული ობიექტი? ყველაზე კაი ახსნა ამისი რაც მაქვს არის ესე ვთქვათ შროდინგერის კატის ეფექტი - თუ მძღოლი არის ყველაზე აქტიური დამკვირვებელი, მაშინ ობიექტი იქცევა როგორც ინვერსიული ენტროპიის ობიექტი. მაგრამ ამავე დროს ინვერტული ტყვიები ნორმალური პროტაგონისტის ლულაში ვარდება, ანუ აქ აქტიური დამკვირვებელი ვარ განსაზღვრავს ობიექტის ინვერსიას. მოკლედ შეუსაბამობაა).
This post has been edited by kaiser Soze on 27 Dec 2020, 15:13