George_Bestროგორ გითხრა
დავიწყოთ თვითონ გარემოთი. სისტემაში სადაც ზედამხედველს და ავტორიტეტს "ტუზ" აწერია( და ამაზე სპეციალურად არის გამახვილებული
ყურადღება )ცვლილება მარტივად არ ხდება. სისტემა თავისთავად უთანასწორობას ნიშნავს, ანუ მკაცრად განსაზღვრულ იერარქიას, როგორც სწორად აღნიშნავს ერთ -ერთი დამლაგებელი პატიმარი რომ ნებისმიერ შემთხვევაში "ჩაიტ ყვნები"
ციხეში სისტემის წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ 2 რამით მთავრდება - ან სიკვდილით, ან მარტოობით
აქ მსგავსი არაფერი ხდება
იმ რუსული ფილმის მომენტი რომ დავდე. იმის გამახვილება მინდოდა რომ ავტორიტეტსა და იერარქიით დაბალა მდგომს შორის ჩხუბი მამლებივით წრეში არ ხდება. ის ბიჭი თედო, ძალიან იცემებოდა. აქ კი პირიქით ხდება, ავტორიტეტს ცემს და მერე უცებ რაგბიზე მიდის ყველა.
თედო - დაფარული პროტაგონისტი. კაცი იმიტომ აცოცხლეს ფილმში, რომ ბოლო კადრი გადაეღოთ. სიტყვაც კი არ ათქმევინეს. ჯერ ცოცხი მიცეს, მერე უცებ ავტორიტეტს აუჯანყეს და ა.შ. და.ა.შ საერთოდ ამოვარდნილი პერსონაჟია. გინდა ამოიღე, გინდა ჩასვი. მოცემულობა არ იცვლება ფილმში ერთ-ერთი მთავარი გმირი ზედმეტია ფილმში
დასასრული - მამაცი გულია?
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ კი ხედავ, უმუშავია მხატვარს, ამ მთავარი გმირის ტრანსფორმაციის ჩვენებასაც ცდილობენ, კარგი მომენტებიც იყო, ვარჯიშზე გახურება რომ უტყდებათ, ალუდაზე, თვითმკვლელობაზე, მამაოს რომ გაუჭედავს, რაღაცეები მართლა სუფთა იყო, მაგრამ იკარგება ეს ყველაფერი და ბოლოს ხვდები რომ ზღაპარია რა. "ჟიზნენი" ამბის მოყოლო უნდოდა სცენარისტს და უცებ ზღაპარი გამოვიდა. დროიდან, გარემოებებიდან და მოცემულობიდან ამოვარდნილი ზღაპარი. ნელზია ტაკ
არადა კარგი რამე, გაცილებით მაგარი რამე შეილება გამოსულიყო
რავი, მემგონი ეს მინდოდა მეთქვა