
ადრე 2 ჯერ მქონდა ნანახი და რატომღაც უფრო რომანტიკული განწყობის დამტოვებელი ფილმი მახსოვდა.
მეტჯერ ვეღარ ვნახავ იმდენად დეპრესიული სანახავი იყო ახლა რომ ვნახე.
დამოკიდებულების მახინჯი მხარე კარგადაა ნაჩვენები, შეიძლება დამოკიდებულებების ზიზღიც გაგიჩნდეთ ამ ფილმის შემდეგ. კონკრეტულად ამ დამოკიდებულების მახინჯ მხარეს კი უმეტესად ნიკოლას ქეიჯის თამაში წარმოაჩენს.
სიყვარულის ხაზი კი ფილმში ცეცხლზე ნავთს ასხავს და ფილმის ასეთი დასასრულიც პროტესტის და სინანულის გრძნობას გიჩენს რადგან რამდენი ასეთი რამ ხდება გაფიქრებს და მოხდება და საერთოდ რა პლანეტაზე ცხოვრობ რამდენ ###ობა ხდება. აი რაც შეიძლება რომ არ მოხდეს, იმას რომ ძალით ვახდენთ ეგაა ცუდი. არის რაღაცები რასაც ვერ შევცვლით და შეგვიძლია წავიყვანოთ წინ სამედიცინო თუ ტექნოლოგიური განვითარება და შევცვალოთ ის რასაც ახლა ვერ ვცვლით, მაგრამ ძალით რომ ვქმით არაფრიდან პრობლემას რომელიც გვკლავს და არა მარტო ჩვენ არამედ სხვებზეც ახდენს გავლენას ეგაა ის რაც დედამიწელების დაბალ სულიერ განვითარებაზე მიუთითებს და აქაურობის უკეთეს ადგილად ქცევის იმედს დიდი ხნით სპობს
https://64.media.tumblr.com/69b5aae113092e0...yd3o10_400.gifvერთი მაგარი მომენტი იყო ფილმში გიფი ვერ ვიპოვე და ამოჭრა დამეზარა, გიფების ძებნისას ეს ორი გიფი შემხვდა. რაც მინდოდა ის ვერ ვიპოვე. :/// არავის არ ამოუჭრია რა მომენტიც მინდოდა ის ეტყობა
8.0/10