ძალიან კარგი იყო. საერთოდ სხვანაირი ფილმია სხვა ბეტმენებთან შედარებით.
დეტექტიური თრილერი, მომენტებში რო შეხტები შიშისგან.
სინემატოგრაფია და ექშენი 10/10
ბეტმობილია სასწაული

პოლ დანოც ძალიან მაგარია
პეტინსონზე აღარც მაქვს ლაპარაკი
როგორც ბეტმენი - ზოგჯერ ხმას არ იღებს საერთოდ და მაინც რომ “შიშის ზარს სცემს” თუნდაც პოლიციელებს
გორდონი და ალფრედიც ორივე ძალიან კარგები
პინგვინი არის ძალიან მაგარი პერსონაჟი
ზოი კრავიცი რა ქალია

ბეტმენი სულ რომ არ იყოს ფილმში, თვითონ შინაარსი ისეთი საინტერესოა მაინც ჩაგითრევს. მაგრამ მაინც… ბეტმენი როგორც გამომძიებელი ძალიან საინტერესო საყურებელია
ერთადერთი რაც შეიძლება დაუწუნო თვითონ ბეტმენს როგორც პერსონაჟს (და არა ფილმს) არის ის რომ, ზოგადად ბრიუს უიენი და ბეტმენი ორი საპირისპირო პიროვნებაა, ამ ფილმში კი ზუსტად ერთნაირი. დაკვირვებული თვალი მიხვდებოდა რომ ბრიუსი=ბეტმენი. მაგრამ ალბათ რეჟისორს რაღაც სხვა აქვს ჩაფიქრებული
This post has been edited by Marco Reus on 3 Mar 2022, 09:56