fork+
მაშ ასე, მეთ რივზის ბეტმენი.
დიდი ალბათობით ამ თემაში შემომჭყვეტელთაგან ყველამ ნახა ეს ფილმი და ჩემი ეს პოსტი სპოილერად არ ჩაითვლება ხოლო თუ მაინც აღმოჩნდება ისეთი ვისაც არ უნახია აი დარდი.
მსახიობების შემადგენლობა/პერსონაჟებიჯერ მსახიობთა შემადგენლობა, ნუ ზოგადი შეფასებით ვარსკვლავური იყო მაგრამ ჩემი აზრით მანდედან ზოგს კინოში საერთოდ რა უნდა არ ვიცი, მიუხედავად ამისა ყველამ +-ასე თუ ისე ითამაშა. ყოველშემთხვევაში აშკარა უნიჭოობა მე მანდ არ მინახია, რაც იშვიათია.
აშკარა "მისქასთი" გარდა ზაგარმიღებული პერსონაჟებისა ვფიქრობ არ იყო, გამომდინარე ფილმის "ფორმატიდან"
ღამურა/ბრიუს ვეინი
მოლოდინი მქონდა - ყოველშემთხვევაში ვფიქრობდი - რომ პატინსონის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე კარგი იქნებოდა თუ ბეტმენის მისი ვერსია იქნებოდა მკაცრად "ნინძა" სტილის და მისი ბრძოლის მანერაც მაგ სტილს მორგებული მაგრამ სამწუხაროდ ესეც გატანკეს. გარდა ამისა სულ 2-3 "გაჯეტი" მეტი არაფერი გვანახეს, არც ბეტმობილი იყო მაინცდამაიც ბეტ-ი. მე დამაკლდა ბეტმენის ბეტმენურობა.
ბრიუსი ძალიან გადამწვარი და გამოფიტული ჩანს 2 წლის თავზე(ცოტა ადრე ხომ არ არის მაგისთვის?). შეიძლება აქედან გამომდინარეა ესეთი უხეში თავის ერთადერთი გამზრდელის მიმართ(რაც კი ვეინები ყოფილან აქამდე) ვფიქრობ მისგან ალფრედი ოდნავ მადლიერებას მაინც იმსახურებდა მისი ერთგულების ფონზე.
ალფრედი
სარქისიანმა გაააცილებით უკეთესად გაართვა თავი ვიდრე ველოდი. არ მეგონა თუ ალფრედის მისი ვერსიისადმი სიმპათია გამიჩნდებოდა. ყოჩაღ.
ნეგრდონი
გამოუსადეგარი დეგენერატი იდეალისტი. მთელი ფილმის განმავლობაში პირდაღებული დასდევს ბეტმენს და მისი ერთადერთი ფუნქცია ფილმში ღამით ნათურის ანთებაა. ჩემთვის გამოცანაა ეგეთი დებილი ადამიანის მაგვარი არსება როგორ შეიძლება გახდეს პოლიციელი, როგორ უნდა ანდო იარაღი. დეტექტივობაზე საუბარი არ მაქვს.
შავი კატა.
ნორმ. არც იქით არც აქეთ. ნუ კი ჩხუბობს მაგრამ რეალურად მკუანა ბებერს ვერ აჯობა. ვნახეთ რომ სეიფს აღებს, სექსუალურობა... ჩემთვის ზოი საშუალოსტატისტიკური გოგოს დონეა. ვიღაცეებს ევასებათ, ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო მაგრამ ჰეტუეისთან და მითუმეტეს ფაიფერის კატასთან შედარებით თითქმის 0ია.
გამოცანა
კარგი იყო. მისი თამაში ფსიქიატრიულში ბეტმენთან საუბრისას ცოტა გადაჭარბებული მომეჩვენა, სხვა მხრივ არაფერი დაეწუნება მომეწონა ვიდეოები გამომწერებს და დონატორებს მადლობას რომ უხდიდა მაგარი მომენტი იყო
მაგრამ
მე დამრჩა შთაბეჭდილება რომ მისი პერსონაჟივერ იყო ბოლომდე კარგად დაწერილი გასაგებია რომ გიჟია მაგრამ მისი გენიალურობიდან გამომდინარე აშკარა ბანალურ რამეებს ვერ ხვდებოდა და კიდევ სხვას ადანაშაულებდა ამაში(ნუ ეს სიგიჟის მომენტია)
პინგვინი
ძალიან კარგი იყო, ფარელი გრიმში ვერ ვიცანი.
სცენარი/სიუჟეტისცენარი, ოხ ეს სცენარი...
მიუხედავად ყველაფრისა მაინც პრობლემატური. ესე ძალიან ჭირს ნორმალური სცენარისტის შოვნა???
მთელ კინოს არ გავივლი მხოლოდ ორ კონკრეტულ მომენტს განვიხილავ რომელიც ყველაზე ძალიან მომხვდა თვალში პირველივე ნახვიდან.
1) ფალკონეს მიერ რუსი გოგოს მკვლელობის ჩანაწერი.
სერიოზულად?
სად ვის უნახია მაფიის ბოსები თვითონ დადიოდნენ შავ საქმეებზე? ნუ კაი მივიდა - ჯერ რატომ მივიდა და არა მიათრიეს და თუ მიათრიეს არ გაჩხრიკეს და ტელეფონი არ წაართვეს??? კაი. მივიდა რომ თავისი ყურით მოესმინა პასუხი, მოისმინა და საკუთარი ხელით მოკლა? ძააალიან არადამაჯერებელია. იმიტომ კი არა რომ ვერ მოკლავდა არამედ იმიტომ რომ არ მოკლავდა და სამხილს არ დატოვებდა მაგალითად ბლიად ჩართული ტელეფონის სახით :დ სერიოზული დირეა ვითომ სერიოზული მაფიოზის პერსონაჟში, მეეჭვება ეგეთი წინდაუხედავი და დაბდურა ბოსი გამხდარიყო რეალობაში.
2)ეს უფრო სერიოზულია და ფაქტიურად მთელი ფილმის ბირთვს ეხება - გამოცანას გეგმა.
მაშ ასე, არკჰამში ბეტმენთან საუბრამდე გამოცანას სერიოზულად ეგონა რომ ის და ბეტმენი ერთად მოქმედებდნენ და მისი გენერალური გეგმა ბეტმენის მასში გათვალისწინებით შეადგინა...
და ბოლოსკენ აღმოჩნდა რომ თურმე მისი ბეტმენთან თანამშრომლობა მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო.
ხვდებით ხო?
გამოდის რომ თუ არა შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი თ ბეტმენზე ემოციური ზემოქმედების შედეგად -რადგან როგორც გავიგეთ მან არ იცოდა რეალურად ვინ იყო ბეტმენი და თან ეგონა რომ ერთად მოქმედებდნენ- გამოწვეული მენტალური არამდგრადობა (თავისთავად ის ფაქტი რომ ამ მენტალურ არამდგრადობაზე რაც გამოწვეული იყო ამ ისტორიაში ვეინების ოჯახის მხილებით მკაფიო მინიშნება ამოჭრილი ჯოკერის სცენაში იდო ძალიან პიზდეცია!) რაც ბეტს ხელს უშლიდა საქმეზე კონცენტირებაში ის გამოცანას მანამდე იპოვიდა ვიდრე ტაიმერზე ჩართული ბომბები ამოქმედდებოდა?
მდა.
ამდენ შემთხვევითობაზე დამოკიდებული „მასტერპლანი“ ნამდვილად გენიოსის შედგენილია? :დ
ბეტმენი რომ აშკარად არ გამოდებილებუილიყო და თავიდანვე დაესვა ეეერთი პაწაწა შეკითხვა თავის თავისთვის - რატომ მოკლა გამოცანამ ქალაქის მერი ბლიად მაინცდამაინც ხალიჩის დასაკრავ/ასაძრობი ხელსაწყოთი(ხელსაწყოს რაობის დასადგენად ლათინოსი გუდ ქაპ არ უნდა ჭირდებოდეს ხომ მსოფლიოში საუკეთესო დეტექტივს)? ხომ იცოდა რომ ეგ ტიპი აზრის მიუნიჭებლად არც აკუებდა?
უბრალოდ წარმოიდგინეთ. ფალკონეს მოკვლის მერე გამოცანის ბინაში ასული ბეტმენი იმ ასაძრობი ე რ თ ე რ თ ი იარაღით(რომელიც ტიპს დაფასოებული ჰქონდა რამოდენიმე ცალი რასაც ა ლ ბ ა თ ეჭვი უნდა გამოეწვია) ხალიჩას აძრობს იატაკიდან და ვუალა, ქალაქის გეგმა თან ზედ მოსახერხებლად მინიშნებული ნათურებით იმისთვის თუ სად უნდა ეძებო ბომბი <3 ყველა ბომბი გაუნებელყოფილია ბეტმენი გმირია და ფინიტა.
ძალიან ბევრი შემთხვევითობაა. ხოლო შემთხვევითობებზე აგებულ გეგმას მეეჭვება დიდხანს გაექაჩა და არ ჩაშლილიყო.
ის რომ გამოცანას თავისი გონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად ეგონა რომ ბეტმენთან თანამშრომლობა და ამ ფანტაზიის აღმოჩნეისას ისევ ბეტმენს დააბრალა არც ისეთი ჭკვიანი მგონიხარო მე მის სიგიჟეს მივაწერე მაგრამ უფრო სცენარისტების რუკაჟოპობის ბრალია :3
პ.ს.
იცით კიდევ რა?
ისეთი გაკვირვებულები არიან როდესაც კატას დაჭერილი პოლიცმაფიოზა მათ უეცრად აღმოაჩენინებს რომ თუუურმე ყველაფრის უკან ფალკონე იდგა რომ უცებ ვიფიქრე ვინმე სხვაზე ხომ არ ამბობს მეთქი.
ესეთი ძნელი დასაჯერებელი იყო ეგ ამბავი? ვერ გავიგე ფალკონეს არავინ რატომ არ აღიქვავდა სერიოზულად? ვინ ვინ და ქალაქის ერთადერთი დარჩენილი მაფიის ბოსი დაიწყებდა ყველას და ყველაფრის ხელში ჩაგდებას, არა?
მე რატომღაც მეგონა რომ ფალკონეს უკან გამოცანა იყო და მას მოხერხებულად მართავდა მაგრამ...
სხვა დანარჩენიმუსიკა ძალიან კარგი. ფილმზე უკეთესი :დ
საბრძოლო ქორეოგრაფია არასტაბილური, სადღაც კარგი სადღაც საშინლად გაურკვეველი. ე.წ. „სიჯიაი“ სპეცეფექტების ნაკლებობისთვის მადლობა.
რეჟისურა კარგი. ლამაზი კადრები ბევრი იყო.
მაგრამ რბოლის მერე მანქანიდან გადმოსული და ცეცხლის ფონზე პინგვინისკენ მიმავალი ბეტსის კადრის ფინალში ეგეთი ჩაჯმის მნახველი არ ვარ :დ
ნუ გაზანგებას და ფსევდოპოლიტკორექტულ ყლიბერალიზმობებს ვერ ავცდით აქაც

ეს იმდენად ხშირია რომ თითქმის ჩვეულებრივია ამიტომ მრისხანე უკურეაქციები აღარ მაქვს(როგორც უმრავლესობას)
მშვიდობა სიცრუეა, არსებობს მხოლოდ ვნება.
ვნებით მე ვპოვებ ძალას
ძალით მე ვპოვებ სიმძლავრეს
სიმძლავრით მე ვპოვებ გამარჯვებას
გამარჯვებით ჩემი ბორკილები დაიმსხვრევა
და ძალა მე განმათავისუფლებს
რაც უფრო მეტს ჰკივის ქალი საძინებელში მით ნაკლებს ბუზღუნებს სამზარეულოში.