თავს ვიკავებდი აქამდე მენახა შურისმაძიებლები, მაგრამ საბოლოოდ ცდუნებას ვერ გავუძელი, და თითქმის ყველა ნაწილი ვნახე.
უმრავლესობა არ მომეწონა, მხოლოდ ბოლო ნაწი მეტ-ნაკლებად მომეწონა.
პირველ რიგში რა მომეწონა და დავიწყებ,ჩემი აზრით ყველაზე დიდი პლიუსით- კერძოდ იუმორით.
დისი აქ ვერ შეედრება მარველს. გულიანად ვიცინე ))) და სასაცილო არა მხოლოდ რეპლიკები იყო. ჯერ მარტო ჩაპუტკუნებული ტორის ხილვა რად ღირს და პაბჯის თუ ფორტ ნაითს რომ თამაშობს და ჩეთერებს ემუქრება

მოკლედ, იუმორის მხრივ იქნეობდა ეს შავი თუ თეთრი, მართლა ბრავო <3
ასევე მომეწონა სიუჟეტის ხაზის ორიგინალურობა-ანუ ძირითადად ასეთ ფილმებში ერთფეროვანი ხაზია მოვლენების განვითარების, ფინალურ ბრძოლამდე მთავარი ვილიანი ამარცხებს გმირებს და მხოლოდ ფინალურ ორთაბრძოლაში იმარჯვებენ სუპერ გმირები. აქ მთავარ ვილიანს თავს აჭრიან კტრივით და მიუხედავად იმისა, რომ ფინალში მაინც შედგება ის მოსაბეზრებელი ფინალური ბრძოლა, მაინც განსხვავებული განვითარება გამოდის სიუჟეტური ხაზის.
ასევე ულაპარაკოდ, ტანოსი ძალიან მაგარი ვილიანია. ქარიზმით, ისტორიით და მიმიკებით.... ერთადერთი მისი მოტივაცია არის ღლეობა და სასაცილო )))
გასაგებია, ერთი ცნობილი ვაი- მეცნიერის ბოდვაზე აგებული თეორია ჩაუდეს ჩვენს ტანოს, მაგრამ მაინც არადამაჯერებელია, რადგან იმდენი შესაძლებლობებია მაგ სამყაროში რომ ცოცხალი არსებები რაცარუნდა გაზრდილიყვენ საჭმელს და სასმელს და რესურსებს მაინც ვერ ამოუწურავდენ, რადგან ხელოვნური პლანეტების შექმან შეიძლებოდა საერთოდ, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ.
ტიპიური ძალაუფლებით შეპყრობილი ვილიანის შექმან არ სურდათ (კომიქსში არ მახსოვს ტანოსი რატომ ატრაკებს) და ორიგინალური მოტივი გააძრეს ვითომ, მაგრამ მაინც ღლეობა გამოვიდა.
მომეწონა ასევე გმირების ურთიერთკავშირი და რამოდენიმე გმირის დაღუპვაც სწორი გადაწყვეტილება იყო.
ახლა რა არ მომეწონა. პირველ რიგში კაპიტანი მარველი

ამის სოლო ფიმს რომ ჩავუჯექი გულიამერია
ეს რაც ღლეობაც ახასიათებს თანამედროვე ლიბერალიზმს და ფემინიზმს რომ შეტენეს ტრადიცულად.
დისის ხომ ჰყავს სუპერმენი ჩვენც გვეყოლება ოღონდ ჩვენ ხომ ნეოლიბერალები ვართ- ამიტომ ქალი სუპერმენი გვეყოლება.
ვის მოუვიდა-ეს ყოვლად იდოტი პერსონაჟის შექმნა თავის დროზე )))
აქაც რომ გამოჭიმენ. თან ეგ მსახიობი ჩამოსხმა ღლექალაა.
ერთადერთი, მადლობა ღმერთს მარტო არ აცემინეს ტანოსი.
ასევე გაღიზიანებული ვარ სპაიდერმენის გაფაჩარკებით. შურისმაძებლების ყველა სერიაში სპაიდი არის ჩვეულებრივი ჩმორი თინეიჯერი.
კომიქსებში სპაიდერმენი სულაც არ არის ეგეთი და ერთ-ერთ კომიქსში მარტო ამარცხებს ლამის შურისმაძიებლების კამანდას და ფარსაც.
ტეხავს, ბეტმენთან ერთად ყველაზე მაგარი კომიქსების სუერგმირის ასეთ დონეზე გამოყვანა, რომელიც მარველის ნ1 სუპერგმირად ითვლებოდა ყოველთვის.
უჭკვიანესი პიტერ პერკერი ოროსან მოსწავლეთ აქციეს.
ასევე სასაცილო იყო ყოველი სცენის დროს დაძაბული მომენტი იქნებოა რომ გვამცნობდა პრიმიტიული მუსიკა.
შავი პანტერა და მისი ჯარიც არანაკლები ღლეობაა, მაგრამ მაგათ როგორმე გაUძლებს კაცი, აი კაპიტანი მარველი საშინელებაა.
საბრძოლო სცენებიც დიდი გადამრიე არ იყო.
მოკლედ, ცუდი ფილმი არ ეთქმის. ასეთი ფილმებიდან, რომელიც გათვლილია კომერციაზე- არა უშავს რა.
თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა.
დისის იმ ღლეობა სამართლიანობის ლიგას ბევრად სჯობია.