oldfriendბავშვობაში უფრო თავისუფალი დრო რო მქონდა,აქტიური იუთუბერი არ ვიყავი,მარტო ფილმებს ვუყურებდი და ანიმეებს ვთარგმნიდით სასტავი

ეხლა თავისუფალი დრო არ მაქ,მაგრამ ძაან მინდა ასეთი რაღაცების გაკეთება,ძველი და ახალი ქართული ფილმების განხილვა,რეჟისორების ბიოგრაფიები და ა.შ.
თუმცა ახალ ფილმებზე აქ განხილვას ვერ გააკეთებ,-ვიდეოში რო თქვა რო ეს კინო ბანძია და არ წახვიდეთ კინოთეატრშიო,დაგბლოკავენ-პატარა ქვეყანა რო ვართ,კინოთეატრები სულს ღაფავენ ისედაც

ძველ ფილმებთან არ მაქ წვდომა,რო ქართული კინემატოგრაფიის მთლიანი რეტროსპექტივა გავკეთო,ჩანასახიდან დღემდე,-დანარჩენზე კი უკვე ხელი მაქ ჩაქნეული))
ასე რო ეს პოსტი გავხსენი,უნიკალურ იუთუბერებს რო ვპოულობ,აქ ვპოსტავ ხოლმე,ზოგიც ისე მახსენდება)
მაგალითად,ეხლა რო გავაკეთო ქართული გახმოვანების და ორიგინალის შედარება,შევძლებ,მაგრამ არხები მიჩივლებენ - მაგ ფილმზე საავტორო უფლებები გვაქ და იუთუბზე დადების უფლება არ გაქო

(სინამდვილეში კი "პურის ფულს" ვართმევ,ეგეთი პონტი იჩითება,-თანაც ანუ ეხლა ვინც გაახმოვანებს ქართულად,სულ მადლობები უნდა გადავუხადოთ და ფეხქვეშ უნდა გავეგოთ,ასეთი დამოკიდებულება აქვთ რა,ამიტო არ ღირს)
* * *
ის კი არა,კომპიუტერულ თამაშებზე ისეთი მაგარი კონტენტი და ფილოსოფიური ესეები უწერია ზოგიერთს,რო კინოს ვინ ჩივის)) მსგავსი თემა არ არის ფორუმზე,თორე კომპიუტერულ თამაშებში ზოგან ისეთი ბრილიანტები იჩითება(განსაკუთრებით ინდი-პლატფორმაზე),რო მიმიქარავს კინოფილმები))
* * *
ისე,ახალი ფორსაჟი არ მოგწონებია და შეგიძლია ეს ვიდეო ნახო,ვინ დიზელის "ბლადშოთს" ამასხარავებს ტიპი,გაერთობი
https://www.youtube.com/watch?v=31qP7Kq1Hmc This post has been edited by qebson on 2 Sep 2021, 16:50