
იაპონელი რეჟისორი მასაკი კობაიაში დაიბადა 1916 წლის 14 თებერვალს ჰოკაიდოში. ახალგაზრდობაში სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში, ლიტერატურის ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილებაში.ამ დროს მასაკი ინტერესდებოდა აზიისა და საბერძნეთის ქვეყნების ხელოვნებით.1942 წლის იანვარში მასაკი ჯარში გაიწვიეს,სადაც მანჯურიაში მსახურობდა. მასაკიმ უარი თქვა ყოველგვარ დაწინაურებაზე,ამით პროტესტს გამოხატავდა ომის და მისი გამანადგურებელი შედეგების წინააღმდეგ,შედეგად კი ომის შემდგომ ჩვეულებრივ რიგითად დარჩა.
1946 წლის ნოემბერში მასაკი ამთავრებს სამხედრო სამსახურს და ბრუნდება სამსახურში კომპანია Sho: chiku-ში.1947 წელს კობაიაში გახდა რეჟისორ კეისუკე კინოშიტას თანაშემწე,რომელმაც გარკვეული გავლენა მოახდინა მასზე და გახდა ერთგვარი მენტორი მისთვის,ასევე შეეცადა სცენარის წერასაც. შემდგომში,მასაკიმ მწერალ კობო აბესთან ერთად დააარსა საკუთარი კინოსტუდია Shin-ey-pro.
პირველი დამოუკიდებელი ფილმი იყო დრამა "ვაჟის ახალგაზრდობა"(Youth of the Son/1952/). შემდეგი ფილმი იყო "გულწრფელობა"(Sincere Heart/1953/) მოზარდის სიყვარულზე,რომელიც კეისუკე კინოშიტამ დაწერა. ამასთან, კობაიაშიმ უფრო შორს წასვლა და სხვა ფილმის გადაღება მოისურვა,რის შედეგადაც მან დატოვა "Sho: chiku" და მწერალ კობო აბესთან ერთად დააარსა "Shin-ey-pro",რომლის პირველი ფილმი იყო - "სქელი კედლის მიღმა"(The Thick-Walled Room).სცენარი კობო აბემ დაწერა კობაიაშისთან ერთად.ფილმი ეძღვნება სამხედრო თემას, უფრო სწორედ ომის დამნაშავეებს,რომელთა დანაშაული მხოლოდ ის იყო,რომ უბრალოდ ბრძანებებს ასრულებდნენ,ხოლო მათი უშუალო უფროსები კი "წყლიდან მშრალები ამოვიდნენ".ეს ფილმი 3 წლის განმავლობაში აკრძალული იყო და შემდგომ 1956-ში გამოვიდა,მიზეზი კი მისი მკვეთრად გამოხატული ანტიამერიკანიზმი იყო.
ამ ფილმზე ადრე,1956 წელს გამოვიდა I Will Buy You/1956/,რომელიც მოგების სიხარბით შეპყრობილ ახალგაზრდა ბეისბოლის ფეხბურთელზე მოგვითხრობს: ის ფულის გულისთვის სწირავს ყველაფერს,პირად ურთიერთობებს,მეგობრებს და ბოლოს გამარჯვებული გამოდის. ფილმში "შავი მდინარე"(Black River/1957/) - კობაიაში კვლავ უბრუნდება სამხედრო თემას. ამჯერად იგი მოგვითხრობს კორუფციის შესახებ აშშ-ს სამხედრო ბაზებში,რამაც მოიზიდა სხვადასხვა ქურდები,მეძავები და აფერისტები. კობაიაშის ყველაზე მონუმენტალური ფილმი კი იყო ტრილოგია - "ადამიანის არსებობის პირობები"( The Human Condition ) - ჯუნპეი გომიკავას ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია. ტრილოგიიის(1. No Greater Love/1959/ 2. Road to Eternity/1959/ 3. A Soldier's Prayer/1961/) - თითოეული ნაწილი დაახლოებით 3 საათს გრძელდება და მთლიანობაში თავისი 10 საათიანი ხანგრძლივობით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კინოთეატრალურ რელიზს კინოს ისტორიაში.ფილმი მოგვითხრობს პაციფისტ კაძიზე,რომელიც იძულებით იქნა გაწვეული ჯარში და აიძულებდნენ ჩინელების მოკვლას,ხელისუფლების უპასუხო მორჩილებას.კობაიაშის სურდა ეჩვენებინა,თუ როგორ ცვლის ომი ადამიანს,ხოლო რეჟისორმა აგრეთვე საკუთარ თავთან და პირად სამხედრო გამოცდილებასთანაც გაავლო პარალელი,მთავარი გმირის შექმნისას.
1962 წელს გამოვიდა შავ-თეთრი ფილმი "ჰარაკირი"(Harakiri/1962/), რომელიც მოგვითხრობს სამურაის შესახებ,რომელმაც ოჯახის დასახმარებლად ხმალი გაყიდა.გაკოტრების შემდეგ, სამურაიმ, ტრადიციის თანახმად,ჰარა-კირი უნდა ჩაიდინოს,-მაგრამ ხმალი გაყიდულია,ამიტომაც მას ბამბუკის მახვილით უწევს ჰარაკირის ჩატარება.ამ სირცხვილისთვის გარდაცვლილის სიმამრი იწყებს შურისძიებას.
ფილმმა მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი კანის კინოფესტივალზე.
1965 წელს გამოვიდა რეჟისორის ერთადერთი ნაწარმოები,რომელიც სოციალურ პრობლემებს არ ეხება - "კვაიდანი"(Kwaidan/1964/)(ფილმი ასევე ცნობილია როგორც "აჩრდილთა ამბავი"), ლაფკადიო ჰერნის ოთხი ნაწარმოების ეკრანიზაცია.გარდა ამისა,მასაკიმ კარიერაში პირველად,ფილმი ფერებში გადაიღო და მთლიანად სტუდიის დეკორაციებში.ფერს და მუსიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ფილმისთვის (კომპოზიტორი ტორუ ტაკემიცუ).ფილმის თითოეულ ეპიზოდს თავისი დომინანტი ფერი ჰქონდა. ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა 1965 წლის კანის კინოფესტივალზე.აგრეთვე ეს ფილმი ოსკარზეც იყო წარდგენილი,უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში(როცა ოსკარი რაღაცას მაინც ნიშნავდა).
1968 წელს აკირა კუროსავამ, კეისუკე კინოშიტამ, კონ იჩიკავამ და კობაიაშიმ დააარსეს რეჟისორთა ჯგუფი Shiki no kai - The Four Horsemen Club, რომელიც ცდილობდა ფილმების შექმნას ახალგაზრდა თაობებისთვის.
1969 წელს იგი ბერლინის მე -19 საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.
ასევე იყო ფილმ Tora! Tora! Tora!(1970)-ს იაპონური ნაწილის რეჟისორის კანდიდატურაზე,ამ პოსტიდან აკირა კუროსავას წასვლის შემდეგ,მაგრამ საბოლოოდ მის ნაცვლად კინჯი ფუკასაკუ(Battle Royale/2000/) და ტოშიო მასუდა აირჩიეს.
კობაიაშიმ ტელევიზიაშიც სცადა ბედი,თუმცაღა არ მოსწონდა ამ ფორმატში გადაღება.ცნობილია სატელევიზიო სერიალით "ნაშთი"(Kaseki/1975/), რომელიც ასევე გამოვიდა კინოვერსიაში.სერიალის სიუჟეტი მოგვითხრობს სასიკვდილოდ დაავადებული ბიზნესმენის შესახებ, რომელიც მოგზაურობს ევროპაში.განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთავარი პერსონაჟის შინაგან გამოცდილებას.1983 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი "ტოკიოს სასამართლო"(Tokyo Trial/1983/), რომელიც შეიცავს ტოკიოს სასამართლო პროცესის დოკუმენტურ კადრებს, მანჯურიის ომის ქრონიკას და პოტსდამის კონფერენციის კადრებს. კობაიაშის ბოლო ფილმი იყო "სახლი საკვების გარეშე"(Family Without a Dinner Table / The Empty Table/1985/), რომელიც ტერორიზმს ეხება.მისი ერთ-ერთი გრანდიოზული პროექტი იყო ფილმი იასუში ინუეს რომანზე ბუდისტური ჩინეთის შესახებ,"ტუნ ჰუანგი", რომელიც არასოდეს განხორციელებულა.
------------
ეს იყო მისი ოფიციალური ბიოგრაფია,რაც ვიკიპედიებიდან ვთარგმნე.პირადად ჩემი აზრით კი,საკმაოდ ძლიერი რეჟისორია და კუროსავას გვერდით თამამად იმსახურებს ადგილს.პირველი რაც ვნახე,"ჰარაკირი" იყო და ჩემთვის ეს რჩება ერთადერთ რეალისტურ ფილმად სამურაების შესახებ,მაქსიმალურად მძიმე და აზრიანი.ქართულად მხოლოდ ამ ლინკზე დევს და შეგიძლიათ გაეცნოთ მასაკის ყველაზე ძლიერ ფილმს ქართულად(მე რუსულად ვნახე),-ნამდვილად ღირს ნახვა :
https://ok.ru/video/762959301275შემდეგი რაც ვნახე "Удел человеческий"/ადამიანის არსებობის პირობები - იყო,ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ,მიყვარს დიდი ხანგრძლივობის ფილმები,თან ძველი შავ-თეთრი იაპონური ფილმები,თავისი ატმოსფეროთი,კამერის მოძრაობით და სერიოზული სახეებით) ნორმალური გახმოვანებით არცაა,მაგრამ ვინც გაბედავთ,არ ინანებთ,კარგი ისტორიაა და ჩემი პირადი "რიგითი რაიანი" და "აპოკალიფსი დღესაა".
აი "კვაიდანს" რაც შეეხება,ეგ ფილმი ატმოსფეროთი(მხოლოდ ატმოსფეროთი!) კუროსავას "რასიომონს" ჰგავს და არც ჰგავს

ძალიან საინტერესო თეატრალური დადგმაა და გირჩევთ ამასაც უყუროთ,იაპონური მითოლოგია და მისტიკა ვისაც გაინტერესებთ.
აქ არის მასაკის ყველა ცნობილი ფილმი კარგი ხარისხით,შეგიძლიათ თამამად უყუროთ:
https://kino-save.club/director/%D0%9C%D0%B...8F%D1%81%D0%B8/ქართულად ბევრი ცნობა არ არის მასაკი კობაიაშიზე,აი საერთოდ, - მხოლოდ ერთი ფეისბუკის კომენტარი ვნახე და იმდენად მომეწონა,რომ ნამდვილად ღირს პოსტში დადებად,იმედია უფრო მოგანდომებთ ამ რეჟისორის ფილმების გაცნობას

:

სურათები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ინტერვიუები(ინგლისური ტიტრებით)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «