მარტივად დაწერილი და სიგიჟე პერსონაჟი არ გამორიცხავს ერთმანეთს. რაც შენ ჩამოთვალე, არაფერი არაა მაქედან კომპლექსური. უმარტივესია პირიქით, აი ზუსტად შენ თვითონ დაწერე ბოლოში, ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა, უმარტივესი და ბანალური. არცერთი მაგის ქცევა არაა კომპლექსური. ძალიან უხარისხოდაა მიყვანილი დასაასრულამდე მაგ პერსონაჟის განვითარება. საშინელებაა რასაც მიკასაზე ამბობს ბოლოს, მიწაზე ეცემა და ბღავის. ერენი არის არშემდგარი პერსონაჟი ზუსტადაც ბოლო თავის გამო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ფიქრი და ტვინის განძრევაც არ გიწევს ადამიანს მის ქცევებს რომ უყურებ, გადაღეჭილი მოტივები, მიზნები და ა.შ.
ლილუშის უხარისხო კოპიაა.
ძალიან კარგი პოტენციალი ჰქონდა მისი პიროვნების განვითარებას მესამე სეზონის დასასრულის შემდეგ (მაქამდე ჩვეულებრივი ნარუტოა, დაჟე უფრო სწორხაზოვანი

), მაგრამ ფაქტია ვერ მიიყვანა ბოლომდე ავტორმა, რავიცი, ძალიან უხარისხოა ყველაფერი. დაბალი დონე.
რაც ახლა შენ ჩამოთვალე, უბრალოდ სიგიჟე პლოტზე მიუთითებს და არაფერ შუაშია მანდ პერსონაჟის დონე. ფაქტობრივად მეუბნები რომ ძალიან მაგარი პლოტი აქვს, თორემ რა შუაშია ეგ ყველაფერი იმ აზრთან, რომ ერენი კარგადაა დაწერილი. არა, ძალიან ცუდადაა დაწერილი.
ტიტანების დასასრული არის ყველაზე დიდი ფეილი, ყოველ შემთხვევაში რაც მე მინახავს. პლოტს დედა უტირა, ყველა პერსონაჟს დედა უტირა, ყველა იდეას დედა უტირა. წნეხს ვერ გაუძლო ალბათ უბრალოდ, თორემ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ამ დონის შედევრი შექმნა და უცებ ასე საშინლად დაამთავრო. მე პირადად არ ვაღიარებ მაგ დასასრულს

რადგან დღემდე ჩემი საყვარელი ანიმეა, არაფერზე საერთოდ, არც წიგნზე, არც ფილმზე, არც სერიალზე არ მქონია ისეთი ემოციები როგორც აოტზე. სიუჟეტის განვითარების ეტალონია, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ტიტანების მიხედვით, როგორ იწერება კარგი სიუჟეტი

განსაკუთრებით Return to Shiganshina არკა.
ტიტანების ყველაზე დიდი მინუსი იყო ყოველთვის პერსონაჟები ზუსტადაც, სრული სანაგვეა :დ ერვინია გამონაკლისი, უდიდესია

პ.ს. ვინმეს რამე ისე არ ეგონოს აქ, ყველაფრის მიუხედავად ერენი > ედუარდ ელრიკი
This post has been edited by tokuna11 on 9 Sep 2023, 01:02