კინოში და ლიტერატურაში მთავარი გმირი ძირითადად ერთფეროვანი ტიპები არიან- წესიერი ხალხი, ვაჟკაცები, მეგობრულები, სამართლიანი და ა.შ. ჰოდა, ბოლოს ხალხს რომ ყელში ამოვიდა ეს ერთფეროვანი გმირები ძალიან პოპულარული გახდენ ცუდი ბიჭები ))) ხშირად ეს ცუდი ბიჭები ისეთი ქარიზმატულები არიან, რომ მარტივად ჩრდილავენ პროტაგონისტებს. არც ჩვენი ანიმებია გამონაკლისი, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე, რადგან ბევრი ისეთი ანიმეა სადაც კარგი ბიჭი არც არის მთავარი გმირი ))) ავიღოთ თუნდაც ერთ-ერთი უძლიერესი ანიმე ბერსეკი- ვერცერთ გმირზე ვერ იტყვი, რომ კარგი ტიპაო ან ძალიან ცუდი მასტიაო- ანუ არც Griffith და არც Guts არ ჯდებიან ბოლომდე რომელიმე ტიპაჟში )))
იგვე ვან ჰელსინგში Alucard საერთოდ დრაკულაა
მოკლედ, მე მაგრად მაინტერესებს გმირის და ვილიანს შორის ბალანსი რამდენად არის დაცული და რამდენად შეეფერებიან ერთმანეთს )))
ძალიან მნიშვნელოვნია ეგ საკითხი კარგი სიუჟეტური ხაზისთვის.
ჰოდა, აი ბევრჯერ ხომ ჩაგრავენ ვილიანები ჩვენ კეთილ ბიჭებს ქარიზმით და ა.შ. მაგრამ არის ერთი ანიმეს პერსონაჟი, რომელსაც ვერცერთი ანტი გმირი ვერ დაჩაგრავს, ჩემი აზრით. აი, ეს როგორ უნდა დაჩაგროს ვინმემ ?
ჰოდა, ამას ძალიან მაგარი ვილიანი ჰყავდა ლეგატოს სახით (მგონი ასე ჰქვია იმ პერსონაჟს ) და მაგის ნაცვლად მისი დებილი ძმა
დაუყენეს
არადა, ლეგატო შედის მაინც ტოპ ვილიანებში )))
ისე, ვისაც მანგა წაკითხული გაქვთ -ეგ ტიპი იმდენ ბულკებს რომ ჭამს, მართლა შია თუ უბრალოდ ღადაობს ?
ანუ, ადამიანი არ არის და ანიმეში არ არის კარგად გახსნილი მისი ბუნება