Fullmetal alchemist კაროჩე ბავშვურს ჰგავს, მაგრამ სერიოზული თემები ნამდვილად იწევა, ორი ვერსიაა, მე უფრო ძველისკენ ვიხრები, მაგრამ მეორე ვერსიაც კარგია)
აი shaman king გააქ ნანახი? იგივე ვაიბებია დაახლოებით, მაგრამ ამას უმბერტო ეკოც დაუმატე და დაახლოებით მიხვდები რაზეცაა)))
ერთი მხრივ ბავშვურობებიც არის, მაგრამ მეორე მხრივ:
ანიმე იწყენა იმით, რომ ორი პატარა ძმა ცდილობს რომ ალქიმიის რიტუალი ჩაატაროს, რათა საკუთარი დედა გააცოცხლონ, მაგრამ არ გამოუვათ და ერთი ხელს დაკარგავს და მეორე კიდე მეტალის რობოტად იქცევა და მერე მთელი ანიმე ალქიმიას ჩალიჩობენ, ხალხს ხვდებიან და ა.შ.
ანუ დასაწყისი საინტერესო კონცეფციისა, დანარჩენზე არ დაგისპოილერებ. ცოტა ბიბლიაც იჩითება, ცოტა ომის თემაც)))
თან ქალი-მანგაკას მოგონილია ეს ყველაფერი)))
და კიდევ მხოლოდ ერთ სერიას მოგიყვები მთლიანად, რომ თავად გამოიტანო დასკვნა და მიხვდე, ბავშვურია თუ არა და ღირს თუ არა
როგორ უდგება ავტორი "სიკეთის და ბოროტების" კონცეფციას:
"ეს ძმები ჩადიან ქალაქში, სადაც ვიღაც ქურდს ეძებენ, რომელმაც "დააანონსა" რო ამა და ამ დროს გაძარცვავს ამა და ამ მუზეუმს, - თან ეს ძმები საავადმყოფოში ერთ მედდას გაიცნობენ, - ჰოდა კაროჩე ძარცვა მაინც მოხდება და ქურდს ვერ დაიჭერენ ეს ძმები, მაგრამ შეამჩნევენ, რო ტატუ აქ ქურდს, თან ქალია - მერე რო დაბრუნდებიან საავადმყოფოში, შეამჩნევენ რო მედდასაც იგივე ტატუ აქვს- ჰოდა ტიპშა უხსნის ამათ, რო ესაო ისაო, საავადმყოფოს ფული სჭირდება, ავადმყოფებია ბევრი და მათთვის ვცდილობო,თან საავადმყოფოს დანგრევა უნდა მთავრობასო სიძველის გამოო და კაიო, გაატარეს ძმებმა

მაგრამ მთავარი აზრი ეს არაა

მეორე დღეს მივლენ ეს ძმები და ეგ საავადმყოფო ნანგრევებში დახვდებათ

ამ ტიპშას კიდე მონაზვნის სამოსში იპოვიან, ჰოდა ეუბნება რო რაც შემეძლო ყველაფერი ვქენიო, მაგრამ ეხლა ერთ ეკლესიას სჭირდება დახმარება, ეხლა მისი გულისთვის უნდა მოვიპარო და დავიმცირო თავიო - ჰოდა ძმები ამასაც გაატარებენ, დაჟე დაეხმარებიან,
ჰოდა მეორე დღეს მივლენ და ეგ ეკლესიაც დანგრეული დაუხვდებათ

მერე ვაფშე მასწავლებლის ფორმაში დახვდებათ სკოლაში და ხო ხვდები რა, რაც მოხდება შემდეგ

ჰოდა აქ თურმე საქმე რაშია - ეგ ქალაქი, სადაც ეს ძმები მოვიდნენ, 5 წელიწადში წყლით დაიფარება, იმენა გარდაუვალია რა ვსიო, გადაწყვეტილი ამბავია, ვენეციაზე უარესად იქნება - ჰოდა ზოგი გადადის ქალაქიდან, ზოგი კი რჩება და ცდილობს რაღაც სახსრები იშოვოს, რომ გადასვლა მოახერხოს - ამ ტიპშას თავგადასავლები ბევრ ტურისტს იზიდავს ამ ქალაქში და ხო ხვდები რა, რასაც ჩალიჩობენ, საკმარისად მოხევენ ფულს და წავლენ მშვიდობიანად)))
ჰოდა შეგიძლია აქ თქვა, ვინაა კეთილი და ვინ ბოროტი?

სხვათაშორის რეალშიც ეგრე არ მოხდა? დავინჩის მონალიზა, როგორ ფიქრობ, რატომაა მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი? შედევრი არა კვახი კიდე, "საიდუმლო სერობა" ბევრად უკეთესი ნამუშევარია - საქმე იმაშია, რო მონალიზა სანამ არ მოიპარეს ლუვრიდან, ყველას ფეხებზე ეკიდა, მაგრამ მოპარვის შემდეგ გაზეთებმა იმდენი ბეჭდეს მაგაზე, იმდენი ბეჭდეს რო ხალხი უბრალოდ გაგიჟდა სუკა, წარმოიდგინე, ცარიელი ჩარჩოს სანახავად დადიოდნენ ლუვრში, ლუვრმა იმენა ფული მოხია რასაც ჰქვია და რო დააბრუნეს ეგ ნახატი, მერე ხო ვაბშე)))
არადა დავინჩის ბევრად უკეთესი ნახატები აქვს მე თუ მკითხავ, მონალიზა სულაც არაა მსოფლიო დონის შედევრი, ეგ პოპ კულტურის შედეგია, მეტი არაფერი, ტიპური "ჰაიპი" რა)"