Natemateაა,კიი,გადავხედე და "ტვინ პიქსის" ბოლო სეზონის ვიდეო მქონია ნანახი,ლაიქიც დამიწერია

ისე,კიდე თუ იცი კაი არხები,აქ დაპოსტე,გააზიარე რომელი მოგწონს და რატომ,-სულ პირველ გვერდზე ვიდეოს დადება როგორ ხდება ეგეც მიწერია))
ჩვენი საყვარელი ვიდეობლოგერები(კინო) * * *
ისე,რო დავფიქრდეთ,დიუნას ჰქონდა პოტენციალი ახალი "ბეჭდების მბრძანებელი" გამხდარიყო და თანაც ძალიან მაგარი,ავხსნი:
აეხლა მე ვარ წარმოიდგინე ჩვეულებრივი მაყურებელი და აზრზე არავარ არც წიგნების,არც წინა ეკრანიზაციების და მივდივარ ფანტასტიკურ ფილმზე,სადაც ნაჩვენებია სხვა სამყარო და რეჟისორის მიზანია რო ამ სამყაროში ჩამითრიოს,ჩემი მიწიერიდან მომწყვიტოს და სხვაგან გადამიყვანოს)
აი ბეჭდების მბრძანებელი ამ კუთხით ეტალონურად იწყება: "the world has changed" ამ ფრაზით,მერე ამას ვგრძნობ მიწაში,ჰაერში წყალშიო,მერე გვიყვება ბეჭდების შესახებ,ორიოდე სიტყვით სხვადასხვა რასებზე,მიზანს სახავს საბოლოოს და ა.შ.
ეხლა წიგნში არ ვიცი იყო თუ არა ესეთი ან ამგვარი პრედისტორია,მაგრამ უბრალოდ რო დავფიქრდეთ - ფილმში ათიათას რომელიღაცა წელია,ასმეორე საუკუნე და ეს ვაფშე არ იგრძნობა! არადა რამხელა ფანტაზიის გასაქანია ხო აზრზე ხართ? ვიცი რო სხვა პლანეტაზე ხდება მოქმედება,მაგრამ მთავარი გმირები ხომ მაინც ადამიანები არიან და არა უცხოპლანეტელები? ჰოდა საიდან მოხვდნენ ადამიანები არაქისზე? ვაფშე რა დაემართა წინა ცივილიზაციებს? იმენა არ მჯერა რო ასმეორე საუკუნეა ფილმში,ასე მგონია კოსპლეერები დარბიან აქაურ უდაბნოებში)) არა რა,უდაბნოს თემაზე/სეტინგზე "ლოურენს არაბზე" უკეთესი მგონი ჯერ არ გადაღებულა))
ჰოდა პროსტა წარმოიდგინეთ,ოცდამეერთე და ასმეორე საუკუნეებს შორის სადღაც ოთხმოცდაერთი საუკუნეა და რეჟისორის ადგილზე მე პირადად პირველ ხუთ-ათ წუთს დავუთმობდი პრედისტორიას,სადაც მოკლედ მოვყვებოდი ამ 81 საუკუნის შესახებ - როგორ მოხდა ომები,აატომურმა ქარიშხალმა როგორ დაფარა პლანეტები,მოვყვებოდი ან წამიერად ვაჩვენებდი სხვა პლანეტებს,თავიანთი ჩაცმულობებით,როგორ ნადგურდებიან,როგორ გადარჩებიან,გადარჩენილები როგორ ქმნიან ალიანსს,იმპერატორის გაღმერთება როგორც გამაერთიანებლის - იმენა რაღაც მასშტაბებს ჩავრთავდი გესმიით?

ისე კი მაგარი იქნებოდა დედამიწის განადგურების ჩვენებაც - დიუნას სეტინგი ხო ქვიშაა - ხოდა იმენა როგორ იფარება ქვიშით დედამიწის ღირსშესანიშანობები,ეიფელის კოშკი,ამერიკის თავისუფლების ქანდაკება,ლონდონის ტაუერი - უბრალოდ წარმოიდგინეთ უზარმაზარი ეიფელის შენობის კადრი და იმენა ქვიშა იმდენი როა რო ქვიშის ცუნამით იფარება ნელ-ნელა და ასე მონაცვლეობა სხვა ღირსშესანიშნაობის კადრების

- ამით იმენა მაყურებელს დაანახებ,რო ვსიო,დედამიწა განადგურდა,ბევრი პლანეტა განადგურდა და ეხლა ვაფშე სხვა სამყაროზე მოგიყვებით ძმაოო

(ეს ცოტა უხეშად არის გაკეთებული "ავტოსტოპით გალაქტიკაში",მარტინ ფრიმანი რო თამაშობს)
და როგორ მოხვდნენ ადამიანები არაქისზე თუ იქვე ცხოვრობდნენ?
81 საუკუნე 81)
ვიცი რო მგონი ეს წიგნში არ არის,მაგრამ კარგით რა,კინო კინოა,ცოტა ფანტაზია ხო უნდა ჩართო(სხვა წიგნებიდანაც შეიძლება,მომავალი წიგნებიდან აქ პირველში დეტალების გადმოღება-ლორის უფრო ღრმად ჩვენება მაყურებლისთვის- მერე და მერე ხო უფრო ღრმავდება ექვს თუ მეტ წიგნებში დიუნას ლორი მაგათი რა მიდის რა)),რაღაცნაირი სამყაროს სიმდიდრე უნდა ანახო მაყურებელს,უნდა დააჯერო რო ეს სხვა სამყაროა და სხვა ისტორია - იმიტო რო მართლა,იმ ვიდეოსი არ იყოს,ზოგიერთს ჩემებს ვისაც ვაყურებინე კინოს,ასმეორე საუკუნეში ხმლებით რატო იბრძვიანო

უბრალოდ წარმოიდგინეთ ცივილიზაციის 81-საუკუნოვანი ისტორია 5 წუთში))
არადა ეგ 5-წუთის ფორმატი,აი თუ რეჟისორი ძაან ნიჭიერია,მართლა მაგარი რაღაცის მოყოლა შეიძლება და ყველაზე ატმოსფერული მომენტი ეგ იქნება ფილმში - აი მაგალითად,არონოფსკის "ნოე" ხო ნაგავი ფილმია,მაგრამ დედამიწის შექმნის შესახებ რო ყვება ერთ მომენტში,სანთელს რო აქრობს და რამე - იმენა უმაგრესი მომენტია))
დეკორაციები კიდე ლინჩის ფილმებში მაგარი იყო,რაღაც სხვა ცივილიზაცია იგრძნობოდა - იმენა ისეთ ადგილებს ჰგავდა,სადაც ადამიანებს მართლაც შეეძლოთ რო ეცხოვრათ,ვილნევის მინიმალისტური სტილი კიდე რეალობას და რეალიზმის შეგრძნებას არ უხდება)
ჰოდა ამ ატმოსფერული და მოკლე პრედისტორიის შემდეგ ვაჩვენებდი ბნელ კადრს,მერე ზენდაიას სიტყვები და მერე მთელი ის ტექსტი რითაც იწყება ფილმი))
იმიტო რო ტიპი ეგრევე იწყებს საზაფხულო მოთხრობასავით,არაქისი ასეთია,ისეთია,ასწორებს მერე კაროჩე ესენი ცუდი ტიპები არიან ესენი კაი ტიპები და ეს კიდე ჩვენი რჩეულიაო))
არადა რეალურად არტჰაუსული ეკრანიზაცია მივიღეთ და ეს ცუდია,აი კუბრიკის "ოდისეა" რო აიღო,ეგეც კი ისეთი არტჰაუსი არ არის როგორიც ვილნევის "დიუნა",ფანტასტიკაა თავის ჯიგარში,ეგრეა "აკრძალული პლანეტაც","გათაკა" და დაჟე ნოლანის "ინტერსტელარიც" კი(!) - სამყაროს გაცნობის,პრედისტორიის კუთხით))
* * *
აი კემერონის "ავატარში" ხოა პრობლემები,მაგრამ სამყაროში ჩათრევის("ჩათრევის") კუთხით მანდაც უკეთესი სამუშაოა ჩატარებული - ჯერ გვაჩვენებენ დედამიწას,მთავარ გმირს და თავისი პრობლემებით(თან მთავარი გმირი ისეთია,რომელსაც ნებისმიერი ეროვნების ადამიანი თანაუგრძნობს,აქ ცოტა "აკრძალული ილეთი" ჩაატარა კემერონმა,როცა შსმ პირი გვაჩვენა მთავარ გმირად),თან მთავარ გმირს კარგი და გასაგები მორალური კომპასი აქვს,ყველასთვის გასაგები))
თუმცაღა დიუნა სხვა რამეზეა მაინც "ავატარის" მაგალითი არ იმუშავებს მაინც ისე როგორც საჭიროა რა რა))
This post has been edited by qebson on 7 Nov 2021, 23:38