Nightmare Alley - მომეწონა, დელ ტორო ზოგადად მომწონს. ადრეული ფილმები უფრო მეტად, წყლის ფორმა და ალისფერი პიკი ბევრდა სუსტია. აი კრონოსი, ეშმაკის ხერხემალი და პანი ლაბირინთი სულ სხვაა. ჰელბოიც კარგია.
Don't Look Up - მეც მომეწონა, ანუ არ გავგიჟებულვარ, მაგრამ იმაზე უკეთესი იყო ვიდრე ველოდი. კლიმატის ცვლილების ალეგორიად გადაიღეს და ნეოლიბერალიზმის ალგეორიად აღვიქვი საბოლოო ჯამში. კლიმატის ცვლილებაზე ჯორჯ კარლინი ღადაობს მაგრად, სთენდ აპ კომედი თუ მოგწონთ უყურეთ. ვკიდივართ დედა ბუნებას და შეეგუეთ, ანუ

DUNE - წიგნი ჩემი აზრით არ ვარგა. არ ვამბობ არ მომეწონა, უბრალოდ არ ვარგა. ლიტერატურის განყოფილებაშიც გავამხხილე ეს ცოდნა. წიგნზე უკეთესია ფილმი, სულ მცირე ფაქტურა და ესთეტიკა არის ორიგინალური და მკაცრად არაჰოლივუდური, ბლეიდ რანერ 2049 დან კიდე ერთი ნაბიჯია, იქაც იყო ეგ გაუცხოების ნიშნები, მაგრამ არა ამ დონის. ზოგადად ვილენუს ფილმები მომწონს.
Licorice Pizza - ეს ჯერ არ მინახავს. ანდერსონის უხილავი ძაფი ჩავაგდე, რატომღაც არ მიმიზიდა. იმედია ეს კარგი იქნება, სეთინგი კაი ჩანს.
The Power of the Dog - ამაზე კი დავწერე, არ ნახოთ, დამიჯერეთ.
დანარჩენი ფილმები არ მინახავს, ალბათ არც ვნახავ. ოსკარს სერიოზულად აღარ აღვიქვამ, წარდგენილ ფილმებს უფრო არ ვნახულობ ვიდრე ვნახულობ, ზუსტად ოსკარის გამო არ ვნახულობ.