გაიხარე, ძმაო.
გულიანი კაცი ხარ, გესმის რასაც ვწერ და ვგრძნობ
__________________________________________________________
სამსახურიდან მოვედი, მარტო ვარ როგორც ყოველთვის, და სწავლას გულს ვერ ვუდებ - ვიღაცას ველოდები და აგვიანებს.
აგერ კიდევ ერთს დავწერ ამიტომ, ფილმზე "შობა, ისევ".
ეს ფილმი ბესტმა მირჩია ალბათ უკვე რამდენიმე წლის წინ. მაშინ რო ვნახე ჩემთვის დიდად რელევანტურად მეჩვენა, რაღაცები ვიფიქრე მაგრამ დაწერას ვერ მოვაბი თავი. ახლა დავწერ, ახლაც იგივეს ვფიქრობ. იმ დროის მერე არც შევცვლილვარ.
როცა პირველად ვნახე, იმ პერიოდში გამიმართლა და ასევე წავიკითხე ინტერვიუ ჰაიო მიაზაკისთან როჯერ ებერის კინო ბლოგზე. აღარ მახსოვდა მაშინ (იმის მერე კიდევ ერთხელ ვუყურე) როგორი სავსეა იქაური სამყარო ნეპრიჩომ არსებებით. პროსტა იმიტომ რომ იმ სამყაროში არიან. ისინი რო არ იყვნენ, ის სამყარო ის სამყარო არ იქნებოდა. არიან და მორჩა. არაფერს აკეთებენ.
მოძრაობაც ეგეთია. ვიღაც ამოიხვნეშებს. ვიღაც უბრალოდ იჯდება. ვიღაც მზერას გააშტერებს. იმიტო კი არა რო ამბისთვის საჭიროა მაგის გაკეთება. პროსტა იმიტო რო ეგეთი გმირები არიან.
და მიაზაკი ამბობს ინტერვიუში: იაპონურ ენაში ეგეთი სიტყვა გვაქვსო - მა - "სიცარიელე", "შუალედი", როგორც როცა ტაშს უკრავ, და ტაშის ხმების შუალედში ცოტა სიჩუმეა - ეგ სიჩუმე საჭირო არ არის, არც ლამაზია და არაფერი, მარა არის გინდა თუ არ გინდა. მიაზაკის უნდა.
მე არ მინდა, კი არა მეზიზღება და მაშინებს კიდევაც.
მარა ადამიანების ცხოვრებას ვინც ხატავს, ისიც მიაზაკის აზრზეა აშკარად

ის სიჩუმე რაც 2 ტაშის დაკვრას შორის არი ხოლმე, წლები გაიწელა ჩემ ცხოვრებაში. უფრო ავად ვიდრე კარგად, ძალიან კარგად გავიცანი, და დიდი მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის.
და მაგ სიჩუმეზეა ჩემთვის "შობა, ისევ". მასეთ მომენტებზე. მასეთ ცხოვრებაზე. როცა ალბათ რაღაც უნდა მოხდეს მაგრამ ჯერ არაფერიც არ ხდება. როცა რაღაცას ელოდები ოღონდ არავის უთქვია ამას და ამას დაელოდე, ამა და ამ დროს იქნებაო. როცა გახსოვს ბუნდოვნად რაღაცის იმედი რო გქონდა, მაგრამ დაწყების სასტვენი ვერ გაიგე და ფინიშის ხაზი კიდე თვალით არ გინახავს....
ადრე უკეთ ვხსნიდი გონებაში, მაგრამ ახლა აღარ მახსოვს.
ეგაა რა.
............
1 საათი გავიდა ამის წერაში.
ალბათ აზრი აღარ აქვს მარა 1 საათი დაველოდები კიდევ, და მერე დავიძინებ...
This post has been edited by CutOffHands on 8 Apr 2022, 04:59