sure199416ერთი ჯოკრის ხალხია.
სათადარიგოებიანად.
ტაილერ დურდენიც და ეგაა.
ძალიან საკაიფო ფილმია, არატიპიური მარველური.
მსახიობებმა შესანიშნავად ითამაშეს, პიუმ და პულმანმა განსაკუთრებით.
კარგი მუსიკა აქვს.
არაა სუპერგმირული სამყაროს გადასარჩენი ფილმი.
კარგია რომ ბოლოდროინდელი ლიბერალური კლიმაქსობების ნაცვლად ნამდვილ პრობლემას შეეხენ-ბულინგი, ნარკოდამოკიდებულება, დეპრესია, სუიციდისკენ მიდრეკილება.
რომ ყველა უნაკლო არაა, თუნდაც უძლიერესი იყოს მთელს გალაქტიკაში.
რომ დამსხვრეული მენტალიტეტი კეთილშობილ გმირსაც კი წყვდიადსა და სიცარიელეში ითრევს.
რომ სწორი მიდგომით და დამოკიდებულებით შეძლებ ადამიანი თვითგანადგურებისგან იხსნა.
როგორც ლიფტის შახტში ან უდაბნოში სცენები იყო ბალანსირებული ექშენის და იუმორის, ისევე მძიმე და დამთრგუნველი იყო ვოიდში ხეტიალი.
და სენთრი-დიდების ოქროს მცველი.
ორიოდე წუთით გვაჩვენეს სენთრი, სადაც ორი პროცენტიც არ გვინახავს მისი პოტენციალი არასათანადო მოწინააღმდეგეთა გამო.
იმედია დუმსდეიში გვაჩვენებენ.
ვიმედოვნებ ძალიან არ დანერფავენ, რაც ჰალკსა და თორს უქნეს ბოლო ფილმებში, საქვეყნოდ შევაჩვენებ, რადგან სენთრი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი, საინტერესო და კომპლექსური გმირია.
და გუნდი-რომლებმაც დაიმსახურეს პატივისცემა, რადგან ჩამოწერილი არამზადების და კომპლექსებისგან სერვირებულმა ინდივიდებმა საერთო ენა, საქმე და ერთსულოვნება გვაჩვენეს.