პატარა სულელური ისტორია, რომელსაც საკუთარ თავს მოვუყვები
ბავშვობაში ალბათ ყველას გვიყვარდა ფილმების ყურება. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ და როგორც ბიჭების უმრავლესობას მაგარი კინო იყო ე.წ " ბაევიკები" უბრალო ბავშვურ ენაზე რომ ვთქვათ - ბათქა - ბუთქი. კარგი ბათქა - ბუთქები გადიოდა მეორე არხზე ან რამე რეგიონალურ ტელევიზიაზე ))) იყო პერიოდი, როდესაც რუსული არხები გვქონდა და იქაც საკმაოდ კარგი ფილმები გადიოდა. პირველ არხზე, რომელიც ერთადერთი არხი იყო მთელ საქართველოში რომ აჩვენებდა, არც ისე კარგი ფილმები გადიოდა. იყო პერიოდი ჯერ კიდევ უშვებენ ნორმალურ ფილმებს, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო იწევდა ხარისხი.
მამაჩემი კომუნისტების დროს მუშაობდა ე.წ უნივერმაღში- ხოდა თავის დროზე კარგი ფერადი ტელევიზორი მოიტანა, რომელიც იმ დროს იყო ძალიან დიდი.
უბანში , თითქმის ყველას ჰქონდა შავ- თეთრი ტვ ლამპები რომ ჰქონდა და ჩართვას დიდი ხანი უნდებოდა. ჩემი რადგანაც ფერადი ტვ იყო, მთელი უბნის ბავშვები ჩემთან უყურებდა კინოს და ე.წ დენდისაც ჩემთან ვთამაშობდით.
მოკლედ, ერთი გოგო გადმოვიდა ჩემთან სკოლაში. ძალიან ლამაზი იყო ( ნუ ალბათ ეგრე მეგონა). მომეწონა ნამეტანი, როგორც ზურიკელას არ იყოს)))
ხოდა, მაგ გოგოს უყვარდა ლეონარდო დიკაპრიო. მაშინ მაგარ მოდაში იყო.
ერთი ძმაკაცი მყავდა, რომელთან სულ დაპირისპირება მქონდა ყველა სფეროში.
იმას რეალი და რაული უყვარდა, მე ბარსა და რივალდო; იმას სტალონე და რემბო, მე შვარცნეგერი და ტერმინატორი. მოკლედ, თემა არ იყო რომ არ გვეკამათა)))
ხოდა, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ რამდენ ფილმს ნახავდა.
მოკლედ, ეს გოგო იმასაც დაევასა.
ერთ დღეს, სწორედ პირველმა არხმა გამოაცხადა, რომ ღამის კინოსენსში იქნებოდა ნაჩვენები რომეო და ჯულიეტა. იმ პერიოდში, სწორედ დიკაპრიოს მონაწილეობით იყო რომეო და ჯულიეტა მოდაში.
მოკლედ, გადავწყვიტეთ გვენახა და იმ გოგოსთვის მოგვეყოლა და ამით მისი გული მოგვეგო )))
ჩემი ძმაკაცი სახლში უყურებდა და დაეძინა, მე ბოლომდე მოვუცადე და დაიწყო როგორც იქნა ფილმი, მაგრამ აღმოჩნდა ძეფირელის ძველი რომეო და ჯულიეტა შიშველი ტრაკები
რომ უჩანთ. იმდენად შოკი იყო ეგ ყველაფერი და ისე ცუდად გადავიტანე
მეტი რომ არ შეიძლება ))) შექსპირი გაგონილი მქონდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა თუ
დიკაპრიოს გარდა კიდევ არსებობდა სხვა ეკრანიზაცია )))
იმის შემდეგ შექსპირს ვერ ვიტანდი და მხოლოდ ჰამლეტმა შეძლო ბავშვობის წყენის გადალახვა და ᲨᲔᲛᲐᲧᲕᲐᲠᲐ, ხოლო პირველი არხი საბოლოოდ შევიძულე
:ლოლ:
ის გოგო საბოლოოდ ვერცერთმა ვერ დავკერეთ, ხოლო ჩემი ძმაკაცი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, ზედმეტი დოზირების შედეგად დაიღუპა 22 წლის ასაკში.
ხოდა, რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი. დიკაპრიოს რომ ვუყურებ სულ ეგ სევდიანი ისტორია მახსენდება და ვერ ვკაიფობ მაგის ფილმებით )))
სამაგიეროდ ბავშვობაში ძალიან გვიყვარდა მე და სხვა ძმაკაცს ერიკ რობერტსიც ( ჯულია რობერთსის ძმის ფილმები) მიზეზი ძალიან მარტივია