Tequila665ილია ჭავჭავაძე არის ბრენდი
რომელსაც იყენებს როგორც ეკლესია ისე ფსევდო ლიბერალები)))
ძალიან ბევრ ისტორიულ პიროვნებას შეიძლება უპოვო ნაკლი და ჰქონდეს ხალხს განსხვავებული აზრი მაგალითად, თუნდაც ერეკლე მეფე, რომელიც უმრავლესობას უდიდესი მეფე ჰგონია, ხოლო
უმცირესობას გამყიდველი.
საპირისპირო სიტუაცია ილიასთან მიმართულებით - მთელი ერი თანხმდება რომ დიდი კაცი იყო და ერის მამა. არ აქვს მნიშვნელობა უბრალო გლეხია, ქუჩის ბიჭი თუ პერო სადტავიდანა)))
მოკლედ, ვერავინ ვერ ბედავს თქმას ილია იყო ცუდიო)))
ობიექტურად, მართლა უდიდესი პიროვნება იყო და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე
გარუსებას შეუშალა ხელი.
როგორც მწერალიც საკმაოდ კარგი იყო
სახრჩობელაზე ძალიან ძლიერი ნაწარმოებია.
თან ობიექტურად აფასებდა ყველას.
ნახა ვაჟას შემოქმედება და თქვა - ყველამ კალმები ჩამოვკიდოთო)))
რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ილია რასაც ამბობდა იმის ნახევარს რომ ითვალისწინებდეს ჩვენი
ერი ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდით.
mayi მიუხედავად უამრავი მინუსისა
ამ რეგიონში ოდითგანვე სწორედ ევროპულ ღირებულებებთან ვიყავით
ახლოს.
ეს არ არის თავის მოტყუება - რეალობა
უბრალოდ, ბევრმა გარემოებამ შეგვიშალა ხელი.
George_Bestუყვარხარ
მეტი რა გინდა)))
მე მყავს კატა
ჭამის მეტს არაფერს აკეთებს)))
იმენა ტიპი 24/7 საჭმელს ეძებს
რაცარუნდა აჭამო მაინც საჭმელს ეძებს )))
მეცოდება თორემ დიდი ხნის წინ მოვიშორებდი თავიდან.
მოკლედ, ვუყურე იმ გერმანელის ფილმს.
მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ხელმეორედ მისი ყურება
აღარ მომინდება.
მე შეიძლება არასწორად გავიგე ფილმის ძირითადი აზრი, მაგრამ
როგორც აღვიქვი ისე დავწერ.
ეს რეჟისორი თავის პიკზე ძირითადად ომის შემდეგ გერმანიაზე
იღებდა ფილმებს, ხოდა ამ ფილმშიც, ჩემი აზრით, იმაზეა
აქცენტი გაკეთებული გერმანული ხალხი რომ არ შეცვლილა და ისევ ცოცხალია მათში
ნაცისტური იდეოლოგია. ერთ შეხედვით - მთავარი გმირი ქალი იმ ტიპაჟის ქალებს მიეკუთვნება
თავის ბედნიერებისთვის საზოგადოებას რომ უპირისპირდება.
თანდათანობით გიჩნდება თანაგრძნობა მთავარი გმირის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ
შენც ხვდები ასაკში სხვაობა მართლა ნამეტარია და იმ მარაკოელის გრძნობებში ეჭვი გეპარება
ძლიერ ქალად ყალიბდება ჩვენი ბებო, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით არც ის განსხვავდება დიდად სხვა იმ პიროვნებებისგან, ფილმში რომ გხვდება.
რამდენჯერ ახსენებს ჰიტლერს და იმ ბარში მოხვედრაზე ოცნებობდა სადაც
ჰიტლერი გამოდიოდა თავის იდეებით )))
საბოლოოდ, ვითომ საზოგადოებასთან მებრძოლი ქალი ისეთივე აღმოჩნდა მას რომ დაუპირისპირდა. ბოლოს, უკვე ტრაბახობს სადაქალოში - ნახეთ როგორი ახალგაზრდა კაცი ავაგდეო ))) ძალიან კარგი სცენა ახალ ემიგრანტ ქალს რომ არ პატიჟებენ მისი დაქალები და ესეც ეთანხმება)))
თანდათანობით ჩვენს მარაკოელს ისე იყენებს, თითქოს ზოოპარკის მაიმუნი იყოს.
ასევე, ძალიან კარგადაა ნაჩვენები საზოგადოება როგორ იცვლის დამოკიდებულებას მთავარი გმირის მიმართ. თავიდან ხომ ყველა მის წინააღმდეგ არის და გამარჯობასაც არ ეუბნებიან, ეს შავი კაცი როგორ მოგვიყვანეო, მაგრამ შემდეგ შეიცვლება მათი დამოკიდებულება, რადგან ყველას დასჭირდება ეს ქალი პირადი სარგებლობის მიზნით)))
მაღაზიის გამყიდველს კარგი კლიენტის დაკარგვა არ უნდა, დაქალებს ამ ქალის საწყობი დასჭირდება, შვილს ბავშვებისთვის ძიძა და ა.შ. ))).
მოკლედ, მინიშნება, ჩემი აზრით - გერმანელ ხალხში ისევ ცოცხლობს მესამე რაიხი, მაგრამ
ახალი სამყაროში გადასარჩენად მოუწევს თავისი ნაცისტური სულის გადამალვა )))
მხოლოდ, ერთადერთი პერსონაჟი ბინის უფროს ტოვებს ამათთან შედარებით კარგ შთაბეჭდილებას, თუმცა შეიძლება იმ მარაკოელის დამატება ბინაში მის ფინანსებზე აისახებოდა
დადებითად და მისი შედარებით ნეიტრალური დამოკიდებულება სწორედ მაგის გამოძახილია)))
სხვა პერსონაჟ ქალებსაც უბრალოდ ამ მარაკოელის სასქესო ორგანო სურდათ)))
ისე უყურებდნენ როგორც მონას )))
არც მათ უყვარდათ)))
თავად მარაკოელიც არ არის ანგელოზი)))
თავს ყიდდა როგორც შეეძლო )))
ამ დედაბერთან ბინა და საჭმელი მიიღო, სხვებთან გულს აყოლებდა და გუსი გუუგუ
თუ რაღაც ღლეობა საჭმელს მიირთმევდა )))
ბოლოს, თითქოს ორივე გმირი იწყებს ხელახლა ურთიერთობას, მაგრამ ეგ ურთიერთობაც მორიგი ფარსის დასაწყისი იყო - კაცმა ბევრი ფული წააგო და მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა, ისევ მოენატრა თბილი ოთახი, ხოლო ქალს თავისი გასართობი და მარტოობის ტყვეობიდან განთავისუფლების საშუალება )))
მაგარამ მორჩა ჩვენი შავტუხა ბიჭის გულავი
ბრახ და გაწვა )))
აი, ეგ ფინალი არ მომეწონა
ცოტა არადამაჯერებელი და ყალბი მეჩვენა )))
ცეკვაზე უნდა დაემთავრებინა, ჩემი აზრით)))
მოკლედ, კმაყოფილი ვარ
კარგი ფილმია ნამდვილად