ვიდეოში ამბობო მეცნიერების გასაძრაცვად იმოქმედაო, ჰოდა, რომელი მეცნიერება გაძარცვა ?
რავა, მამლუქებს მუზეუმი ჰქონდათ მოწყობილი და იცავდენ ძველი ეგვიპტური ცივლიზაციის ამსახვლე სიდიადეს ?
სწორედ ნაპოლეონის ლაშქორბებს უმადილის მეცნიერება ეგვიპტის ხელახლა დაბრუნებას კაცობრიობის თვალსაწიერში )))
ნაპოლეონს რომ არ წამოეღო, დარწყმუნებული ხარ ფანატიკოსი მუსლიმი საზოგადოება არ გაანადგურებდა, ან ისე არ განადგურდებოდა ? მარტო მეცნიერების სიყვარული არ ამოძრავებდა, მაგრამ შენს მიერ წამოყენებული ბრალდება, თითქოს მეცნიერება გაძარცვა, არის აბსურდული.
რაც შეეხება რევოლუციის გზიადან გადახვევას, ეგ არის სტერეოტიპული და ზედაპირული ბრალდება.
ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა ნაპოლეონის ერთ-ერთმა კუმირმა იულიუს კესარმა, რომელმაც რესპუბლიკური რომის დაცემას ჩაუყარა საფუძველი, თუმცა მხოლოდ მას დავაბრალოთ არ იქნება სწორი, უკვე დაწყებული იყო, მაგრამ მაინც სწორედ გაიუსმა სცადა აბსოლუტური ძალაუფლების ხელში აღება, აი, ნაპალეონის შემთხვევაში ეგ არ გამოდგება, რადგან ნაპომ, როდესაც ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, ქაოსი იყო საფრანგეთში, ერთმანეთის ხოცვით იყვენ დაკავებულები და არანაირი რეპუბლიკა არ არსებობდა. ლამის ყოველ დღე აჯანყება და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
რევოლუციის მომხრე რომ არ იყო და ზოგადად ახალგაზრდა ნაპოლეონს საფრანგეთი ფეხებზე ეკიდა, ეგ არ ახალი ამბავია.
მისი ოცნება იყო სამშობლოში დაბრუნება და კორსიკის დამოუკდებლობისთვის ბრძოლა, როგორც იბრძოდა მისი კუმირი, რომელიც შემდეგ გადაემტერა და აი, მხოლოდ მერე იწყებს ნაპო ფიქრს საფრანგეთზე და რევოლუციაზე.
ნაპოლეონი იმიტომ უყვარდა უამრავ ხელოვანს და აღმერთებდენ მას, რომ ის იყო რევოლუციის პირმშო.
ადრე ძალიან რთული იყო თუ კარგი გვარიშვილობა არ გიწყობდა ხელს და არისტოკრატიის წარმომადგენელი არ იყავი რამეს მიგეღწია ცხოვრებაში, ამ დროს გამოჩნდა ვიღაც კორსიკელი, რომელმაც დაიწყო 0 კარიერა და გახდა იმპერატორი, აი ეგ ითვლებოდა სწორედ რევოლუციის გამარჯვება და სწორედ ნაპოლეონი გახდა იმის სიმბოლო- შენი შრომით და ჭკუთი შეგიძლია წარმატებას მიაღწიოო!
ნაპალეონი, როდესაც საფრანგეთში დაბრუნდა ხალხი მის მხარეს იყო და ჯარიც და სამოქალაქო ომის დაწყებას ითხოვდენ, მაგრამ უარი თქვა ნაპომ სწორედ რევოლუცია რომ არ დასამარებულიყო, თორემ სიკვიდილის ნამდვილად არ ეშინოდა იმ დონზე წაგება რომ აეძულებინა უკან დაეხია. კაცი გადადგა და ასეთ ადამიანს ადარებს რიდლი ჰიტლერს და სტალინს
რომელი დიქტატორი გინახავთ თავისი ნებით გადამდგარი ?
ასევე რაღაც არ მახსენდება, რომ ნაპოლეონს ფრანგი პოლიტიკური ელიტისთვის რეპრესიები მოეწყო ან მასიურად გაეჟლიტა სამოქალაქო პირები; და არც ისა მახსენდება კანის ფერის, რელიგიის ან ეთნიკურიკუთვლინობის გამო მოეწყო ბართლომეუს ღამე, პირიქით მოქმედებდა ტიპი, ერთ-ერთ შეხვედრაზე ებრაელბი რატომ არ არიანო, ისიც იკითხა
გემის კაპიტანმა შესთავაზა ამერიკაში გაგაპარებთო და თქვენ გამ თავს შევწირავთ ბრიტებსო და უარი თქვა ნაპომ და თავისი ფეხით ჩაბარდა ბრიტებს. მის უშიარ ბუნებას თვით მისი მოწინააღმდეგები აღიარებდენ, კაცი მის დასაპატიმრებელ ჯარს წინ დაუდგა უიარაღოდ )))
ნაპოლეონი არ იყო- რა თქმა უნდა წმინდანი და რაც უფრო ნაკლებად აღფრთოვანდება კაცობრიობა ნაპოლეონის მსგავსი ლიდერებით, მით უფრო წინ წავა, მაგრამ თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე მხედარმთავარი იყო და ეგა ფაქტი. ხოლო, კაცობრიობა რომ მთელი თავისი ისტორიის მანიძილზე ჟლიტავს ერთმანეთს და ნაპო გამოიყვანა ხიხად, აი, რამდენი კაცი შეეწირა ნაპოლეონის დიდებასო, ცოტა არასერიოზულია, თან ძირითადად სამხედროები დაიღუპენ და თან ბრძოლის ველზე.
ფილმში რიდლიმ კი არ სცადა ნაპოლეონის კულტის დანგრევა, უბრალოდ ბოღმა ანთხია, როგორც ბრიტანელმა და მეტი არაფერი.
ეს ფილმი შეუძლებელია ადამიანს მოგეწონოს თუ კინო გესმის )))
მხატვრულ ფილმს ვერ მოთხოვ ისტორიის ზუსტ ციტირებას და მაგაში ვერ გამოეკიდები რიდლის, მაგრამ ტიპმა დაამახინჯა ისტორიული ფაქტები მხოლოდ იმიტომ, რომ ნაპოლეონი უფრო გაეშავებინა და არა იმიტომ ფილმს მხატვრული ღირებულება შემატებოდა.
ცალეკ საშინელებაა დრამატურგია, გმირების ერთმანეთან კავშირი და რაც მთავარია ხოაკინს ფენიქსის თამაში არის კატასტროფა.
40+ კომონდოის, ჯოკერის დეპრესიული სახითი, რომელსაც აქვს ისეთი სახე გეგონება კაი კაიფშიაო, აი ტონი მონტანა რომ არის ფინალური სცენაში, მაგარი ჩაკაიფებული, ეგეთი სიფათი აქვს )))
შენ რატომაც ვითომ მოგეწონა გასაგებია.
წარმომიდგენია შაშვი და მაყვალი და ჯანდაბა რომ ნახო, როგორ შეფასებას მისცემ )))
P.S დიდი პოსტის ლომკა მქონდა, თორემ ისე ნაპოლეონი მკიდია, უბრალოდ უსამართლობას ვერ ვიტან და მთავარი რაც მაღიზიანებს ამ კუანა ბებერი რეჟისორების ხელით საკონტროლო ტყვიის დახლას რომ ცდილობენ ხელოვნებისთვის